Back ონლაინ დისკუსია ახალგაზრდებთან ჰომოფობიის, ტრანსფობიისა და ბიფობიის წინაღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად

ონლაინ დისკუსია ახალგაზრდებთან ჰომოფობიის, ტრანსფობიისა და ბიფობიის წინაღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად

18 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა  ევროპის საბჭოს მხარდაჭერით ონლაინ დისკუსია გამართა ჰომოფობიის, ტრანსფობიისა და ბიფობიის წინაღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად.

ონლაინ დისკუსიის მოწველი სტუმარი იყო  პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებების და გენდერული თანასწორობის საკითხებში ლელა აქიაშვილი, რომელმაც ისაუბრა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების აღსრულების მექანიზმებზე განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებთან მიმართებით. მონაწილეებმა დასვეს შეკითხვები, რომლებიც ეხებოდა პანდემიის პირობებში ლგბტ თემის საჭიროებების გათვალისწინებას მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში.

ღონისძიება ჩატარდა მე ვირჩევ თანასწორობას კამპანიის ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს პროექტის „ბრძოლა დისკრიმინაციის, სიძულვილის დანაშაულის და სიძულვილის ენის წინააღმდეგ საქართველოში“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება საქართველოში 2016-2019 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის მიხედვითა და დანიის სამეზობლო პროგრამის (DANEP) მხარდაჭერით.

18 მაისი 2020
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page