Back ქართველი პროკურორებისთვის დაიწყო დისტანციური სწავლების კურსი ქალთა მიმართ ძალადობასა და ოჯახში ძალადობაზე

ქართველი პროკურორებისთვის დაიწყო დისტანციური სწავლების კურსი  ქალთა მიმართ ძალადობასა და ოჯახში ძალადობაზე

22 თებერვალს საქართველოს მთავარ პროკურატურაში, ქართველმა პროკურორებმა მონაწილეობა მიიღეს ევროპის საბჭოს HELP-ის კურსის გახსნაში, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობასა და ოჯახში ძალადობას შეეხება. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა მიიღეს იუსტიციის სასწავლო ცენტრის, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის და საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის ადამიანის უფლებათა აკადემიის წარმომადგენლებმა. 

მთავარი პროკურორის მოადგილემ, გიორგი გოგაძემ მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა მისი სამსახურის და ამ საკითხზე მომუშავე პროკურორების მნიშვნელოვან როლს თუმცა აქვე აღნიშნა საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მუდმივი საჭიროება, რადგან „მხოლოდ პროკურორები ვერ შეძლებენ ამ დანაშაულის პრევენციას“. აღნიშნული კურსი, ბ-ნ გოგაძის თქმით,  იქნება რიგით მეორე დისტანციური სწავლების კურსი პროკურორებისთვის, HELP-ის ანტიდისკრიმინაციული კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ.  

საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა კრისტიან ურსემ ყურადღება გაამახვილა ევროპის საბჭოს კარგი თანამშრომლობის პრაქტიკაზე საქართველოს მთავარ პროკურატურასთან, პარლამენტთან და სახალხო დამცველის ოფისთან განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საქართველომ 2017 წელს მოხდინა ევროპის საბჭოს კონვენციის რატიფიცირება ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლასა და პრევენციის შესახებ( სტამბოლის კონვენცია).

HELP-ის აღნიშნული კურსის პრეზენტაცია HELP-ის განყოფილების უფროსმა ევა პასტრანამ გააკეთა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა ევროპის საბჭოს ადამიანური ღირსებისა და გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის თანასწორობის სამმართველოს წარმომადგენელი სარა ჰააპალაინენი, რომელმაც ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაზე გააკეთა აქცენტი.

საქართველოში კურსს უხელმძღვანელებს საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანის უფლებების სამმართველოს უფროსი, სალომე შენგელია, რომელმაც იმსჯელა ევროპულ და ეროვნულ სტანდარტებზე და კანონებზე ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ. აღნიშნული ღონისძიების შემდეგ პროკურორები შეუდგებიან  კურსის 3 თვიან დისტანციურ სწავლებას.

ევროპის საბჭოს მიერ შემუშავებული ეს კურსი მიზნად ისახავს ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე სასამართლო რეაგირების გაუჯობესებას და დამნაშავეთა სამართლებრივი დევნისას მსხვერპლთათვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. კურსი ფარავს როგორც საერთაშორისო, ასევე ევროპულ სამართლებრივ ჩარჩოს და პრეცედენტულ სამართალს, რომელიც მართავს ქალების და გოგონების მიმართ ძალადობის პრევენციას და მათ დაცვას ძალადობისგან. აღნიშნულ ონლაინ კურსს 20-ზე მეტი პროკურორი გაივლის და მათი პროგრამა შედგება როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ნაწილისა და პრეცედენტული სამართლისგან.

კურსი ხელმისაწვდომია ინგლისურად შემდეგ ბმულზე. მისი ქართული ვერსია აიტვირთება 2018 წლის მაისში, ქართველი პროკურორების მიერ კურსის დასრულების შემდეგ.
თბილისი, საქართველო 22 თებერვალი 2018
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page