Back თანასწორობის ახალი ელჩები საქართველოში თანასწორობისა და მრავალფეროვნების ხელშეწყობისთვის იმუშავებენ

თანასწორობის ახალი ელჩები საქართველოში თანასწორობისა და მრავალფეროვნების ხელშეწყობისთვის იმუშავებენ

ევროპის საბჭო აგრძელებს თანასწორობის ელჩების პროგრამას საქართველოში, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა რეგიონიდან თანასწორობის ახალი ელჩები შეირჩა.  პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს სხვადასხვა თემიდან  ახალგაზრდების ინიციატივების განხორციელებას, რათა გაიზარდოს საზოგადოების თვითშეგნება ადამიანის უფლებების, თანასწორობის, მრავალფეროვნებისა და შემწყნარებლობის მიმართ და ამაღლდეს ცნობიერება ამ ღირებულებების მნიშვნელობის შესახებ დემოკრატიის, ადამიანის უფლებების დაცვის, მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის პროცესში.

პროგრამის ფარგლებში თბილისის, აჭარის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და ახმეტის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ახალგაზრდებს საშუალება ეძლევათ გახდნენ ელჩები თავიანთ თემში და თანატოლებს ინფორმაცია მიაწოდონ ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე,  დისკრიმინაციის წინააღმდეგ არსებული სამართლებრივი მექანიზმებზე, თანასწორობასა და მრავალფეროვნებაზე.

შერჩეული თანასწორობის ელჩები არიან:

თბილისი

· ლუკა გაბედავა

· მარიამ კოსტანიანი

· მარიამ ვადაჭკორია

ქვემო ქართლი

· გიორგი აბულაძე

· ირინა მიქავა

სამცხე-ჯავახეთი

· ლამარა თელიაშვილი

აჭარა

· ბექა ჯოყილაძე

ახმეტის მუნიციპალიტეტი

· ლალიტა ქუშანაშვილი

შერჩევის პროცესი იყო ღია და კონკურენტული და მოიცავდა ორ ეტაპს: აპლიკაციების გადარჩევის და გასაუბრების პროცესს.

თანასწორობის ელჩების პროგრამას ევროპის საბჭო 2020 წლიდან ახორციელებს.

ეს აქტივობა ხორციელდება პროექტის „თანასწორობის დაცვისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის ეფექტური მექანიზმების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში. პროექტი ფინანსდება საქართველოში 2020-2023 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის ფარგლებში

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page