Back მედიაციის სისტემაში გამოწვევების იდენტიფიცირებისა და მისი ეფექტინობის გაუმჯობესების მიზნით, საჭიროებების იდენტიფიცირების პროცესი დაიწყო

მედიაციის სისტემაში გამოწვევების იდენტიფიცირებისა და მისი ეფექტინობის გაუმჯობესების მიზნით, საჭიროებების იდენტიფიცირების პროცესი დაიწყო

საქართველოში მედიაციის სისტემის ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით, 3 და 4 აპრილს ევროპის საბჭოს ოფისმა საერთაშორისო კონსულტანტების მონაწილეობით შეხვედრები გამართა კერძო და სასამართლო მედიაციის მიმართულებით არსებული საჭიროებების გამოსავლენად. ამ მიზნით, კონსულტანტებმა შეხვედრები ჩაატარეს დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის, საერთო სასამართლოების, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, სამოქალაქო საზოგადოების და აკადემიური წრის წარმომადგენლებთან. ასევე, მოინახულეს სასამართლოებში არსებული მედიაციის ცენტრები.

საჭიროებების გამოვლენა შესაძლებლობას მოგვცემს გამოვავლინოთ არსებული სისტემის გამოწვევები, ხოლო საუკეთესო პრაქტიკის კვლევა და კონსულტანტების მიერ შემუშავებული რეკომენდაციები დაგვეხმარება, განვსაზღვროთ, თუ რა ცვლილებები არის საჭირო მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომობისა და მედიაციის ხარისხის გასაუმჯობესებლად.

გარდა ზემოაღნიშნულისა, მედიაციისთვის გადაცემული საქმეების განხილვისთვის აუცილებელი უნარების გასაუმჯობესებლად, ევროპის საბჭოს კონსულტანტები შეისწავლიან მედიატორთა ტრენინგ საჭიროებებს.

აქტივობა ხორციელდება ევროპის საბჭოს პროექტის „დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების განვითარება საქართველოში“ ხელშეწყობით.

4 აპრილი 2023
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page