Back საკონსულტაციო შეხვედრა საქართველოსათვის ევროპის საბჭოს 2020-2023 სამოქმედო გეგმის შემუშავების თაობაზე

საკონსულტაციო შეხვედრა საქართველოსათვის ევროპის საბჭოს 2020-2023 სამოქმედო გეგმის შემუშავების თაობაზე

26 თებერვალს გაიმართა სამუშაო შეხვედრა ევროპის საბჭოს 2020-2023 სამოქმედო გეგმის შემუშავების თაობაზე სახელმწიფო ინსტიტუტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით.

შეხვედრა გახსნა ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში კრისტიან ურსემ, ევროპის საბჭოს პოგრამების გენერალური დირექტორატის მრჩეველმა სერგეი ბაზარიამ და  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ შალვა ბურდულმა.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ევროპის საბჭოს 2020-2023 წლების მომავალი სამოქმედო გეგმის შემუშავება, მიმდინარე საჭიროებებისა და პრიორიტეტების განსაზღვრა და ისეთი მიმართულებების გამოკვეთა, რაც საჭიროებს ღონისძიებების აღსრულებასა  და საქმიანობის გაუმჯობესებას კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მიმართულებით.

მიმდინარე 2016-2019 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმა მოიცავს თანამშრომლობის ფართო სპექტრს. რაც ითვალისწინებს საქართველოს პროგრესის მხარდაჭერას ევროპის საბჭოს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით, როგორიცაა ადამიანის უფლებები, მართლმსაჯულების უზრუნველყოფა, დემოკრატიული მმართველობის გაძლიერება. ასევე ნდობის აღდგენის ღონისძიებების განვითარება და კორუფციასთან, ფულის გათეთრებასთან და კიბერდანაშაულთან ბრძოლა.

თბილისი, საქართველო 26 თებერვალი 2019
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page