Back მენტორები აღიჭურვნენ ახალი ინსტრუმენტებით საქართველოში ახალგაზრდების მონაწილეობის მხარდასაჭერად

მენტორები აღიჭურვნენ ახალი ინსტრუმენტებით საქართველოში ახალგაზრდების მონაწილეობის მხარდასაჭერად

2025 წლის 5-6 დეკემბერს გამართული ორდღიანი სემინარის დასასრულს, ახალგაზრდული ლაბორატორიების მენტორებმა შეიმუშავეს მენტორების მანიფესტი, რომელიც ასახავს იმ საერთო ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებიც მათი საქმიანობის საფუძველს წარმოადგენს და მთელი საქართველოს მასშტაბით ახალგაზრდების მონაწილეობით ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ადგილობრივი დემოკრატიის მხარდაჭერას ემსახურება.

ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებული სემინარის „მდგრადი მენტორობის ჩამოყალიბება: პრაქტიკიდან სისტემამდე“ ფარგლებში, ახალგაზრდული ლაბორატორიების მენტორები შეიკრიბნენ გამოცდილების გაზიარებისა და ერთიანი ხედვის ჩამოსაყალიბებლად. ახალგაზრდული ლაბორატორიები მხარს უჭერს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ახალგაზრდებს, ითანამშრომლონ ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა სამოქალაქო მონაწილეობა, თანასწორობა, ინკლუზიურობა და საზოგადოების კეთილდღეობა. ახალგაზრდების მიერ ინიციატივების წარმართვასა და გაძლიერებაში მენტორები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.

სემინარის განმავლობაში მენტორებმა გააძლიერეს საკუთარი შესაძლებლობები, რათა ეფექტიანად დაუჭირონ მხარი ადგილობრივ დონეზე დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე ახალგაზრდებს. პრაქტიკულ, შემთხვევებზე დაფუძნებულ დისკუსიებში მონაწილეობის გზით, მათ შეისწავლეს ეთიკური სტანდარტები, კონფიდენციალურობის პრინციპები, ინტერსექციულობა და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომები, რომლებიც აუცილებელია მენტორობის განხორციელებისთვის მრავალფეროვან ადგილობრივ კონტექსტში. მონაწილეები ასევე გაეცნენ ინოვაციურ ინსტრუმენტებს, რომლებიც მათ რეალური ცხოვრებისეული დილემების გადაჭრის პროცესში ეხმარება და ამავდროულად უზრუნველყოფს უსაფრთხო და გამაძლიერებელ სასწავლო გარემოს.

მენტორებმა აქტიურად მიიღეს მონაწილეობა ლაბორატორიების მენტორობის ინსტრუმენტარიუმის შემუშავებაში, რომელიც მომავალში გამოყენებადი რესურსი იქნება და მიმართულია მენტორობის პრაქტიკის სისტემატიზაციისა და პრაქტიკული, ადაპტირებადი ინსტრუმენტების განვითარებისკენ. მენტორებმა განიხილეს ინსტრუმენტარიუმის სტრუქტურა და შინაარსი, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ადგილობრივი კონტექსტის გათვალისწინებასა და ახალგაზრდების მიერ მართული ინიციატივების მდგრადობის გაძლიერებას.

მენტორების შეფასებით, სემინარმა არსებითად გააძლიერა მათი თავდაჯერებულობა და პრაქტიკული კომპეტენციები, უზრუნველყო ისეთი ინსტრუმენტებით, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელი იქნება ახალგაზრდებთან უშუალო მუშაობისას. სტრუქტურირებული და მდგრადი ახალგაზრდული მენტორობის ინოვაციური მოდელის სახით, სემინარმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა თანატოლთა შორის გაცვლის როლზე ახალგაზრდულ ლაბორატორიებსა და მათ ფარგლებს მიღმა ინკლუზიური, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მენტორობის გაძლიერების პროცესში.

ეს აქტივობა ორგანიზებული იყო პროექტისმონაწილეობითი და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ადგილობრივი დემოკრატიის ხელშეწყობა საქართველოშიფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესთან არსებული მრავალდონიანი მმართველობის ექსპერტიზის ცენტრისაქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში და ავსტრიის საერთაშორისო პარტნიორობის მხარდაჭერით.

5-6 დეკემბერი, 2025 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64ბ, მე-14 სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge