Back ახალგაზრდების გაძლიერება დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის საქართველოში

ახალგაზრდების გაძლიერება დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის საქართველოში

ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესმა საფუძველი ჩაუყარა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ახალგაზრდულ ლაბორატორიებს საქართველოში. აღნიშნული მიზნად ისახავს ახალგაზრდების გაძლიერებას, რათა მათ ადგილობრივ დონეზე დემოკრატიული ღირებულებებისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობის ინიციატივა აიღონ.

ხუთი დღის განმავლობაში (4-9 აგვისტო) ყაზბეგში გამართულმა საზაფხულო ბანაკმა, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ახალგაზრდულ ლაბორატორიებს, თავი მოუყარა 25 ახალგაზრდას საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. მათი შერჩევისას პრიორიტეტი მიენიჭა სასოფლო, მთიანი, შორეული ან უმცირესობებით დასახლებული თემების წარმომადგენლებს. ინტერაქტიული სესიების, გუნდური და პრაქტიკული სავარჯიშოებისა და მენტორობის გამოყენებით, მონაწილეებმა განივითარეს ახალგაზრდული ლაბორატორიების ჩამოყალიბებისა და წარმართვისთვის საჭირო უნარ-ჩვევები და თავდაჯერებულობა, რასაც ადასტურებს ღონისძიების შემდგომი ანონიმური გამოკითხვის შედეგად მიღებული დადებითი შედეგები.[1]

„თქვენს ხმას აქვს ძალა“, - ასე მიმართა მონაწილეებს ვერონიკ ბერტოლმა, კონგრესის წარმომადგენელმა ახალგაზრდების საკითხებში. „როდესაც ახალგაზრდები იღებენ გადაწყვეტილებებს საკუთარ თემში, დემოკრატია ხდება უფრო ძლიერი, რელევანტური და მეტად მდგრადი“. ამის გათვალისწინებით, კონგრესი გააგრძელებს მენტორობასა და კოორდინაციას ახალგაზრდული ლაბორატორიების განვითარებისა და მდგრადობის მხარდასაჭერად. ღონისძიება მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია ახალგაზრდების მონაწილეობისა და დემოკრატიული კულტურის გაძლიერებისკენ მთელს საქართველოში, რომელიც დაფუძნებულია ადგილობრივ პასუხისმგებლობასა და საერთო ღირებულებებზე.

მონაწილემ კახეთის რეგიონის სოფელ ყარაჯალადან აღნიშნა: ჩემს რეგიონში ახალგაზრდების მონაწილეობის შესაძლებლობები შეზღუდულია და ამ ბანაკმა დამანახა, რომ იდეების გაზიარებით შეგვიძლია პოზიტიური ცვლილებების მიღწევა ჩვენს თემში!“

მონაწილე აჭარის რეგიონის ქალაქ ბათუმიდან მიუთითებს:  „მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ახალგაზრდულ აქტივობაში მაქვს მონაწილეობა მიღებულიამ ბანაკმა გამიღო ახალი კარი, მომცა იდეები და განსხვავებული ხედვები. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩემს თანატოლებთან შეხვედრა, მათი ისტორიებისა და გამოცდილებების მოსმენა

ახალგაზრდული ლაბორატორიები წარმოადგენს არაფორმალურ, ახალგაზრდულ სივრცეებს, რომლებიც საზოგადოებაში ხელს უწყობენ მონაწილეობას, ინკლუზიურობასა და ადამიანის უფლებების შესახებ განათლებას.

ინიციატივის შემდეგ ფაზაში მონაწილეები თავიანთ თემებში შექმნიან და გაუძღვებიან ახალგაზრდულ ლაბორატორიებს, არაფორმალურ ახალგაზრდულ სივრცეებს, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივ დონეზე მონაწილეობის, ინკლუზიურობისა და ადამიანის უფლებების შესახებ განათლების წახალისებას.

ღონისძიება განხორციელდა ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის მიერ, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წ.წ. სამოქმედო გეგმისა და პროექტის „მონაწილეობითი და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ადგილობრივი დემოკრატიის ხელშეწყობა საქართველოში ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით.


[1] გამოკითხულთა 95%-მა განაცხადა, რომ საზაფხულო ბანაკის შემდეგ ისინი მზად არიან საკუთარ რეგიონში ჩამოაყალიბონ ახალგაზრდული ლაბორატორია ან წვლილი შეიტანონ მის განვითარებაში.

ყაზბეგი, საქართველო 4-9 აგვისტო, 2025 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64ბ, მე-14 სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge