Back გრძელდება “მედია საუბრები: როგორ(არ) გავაშუქოთ? - შემდეგი თემაა ლგბტქი თემის გაშუქება

გრძელდება “მედია საუბრები: როგორ(არ) გავაშუქოთ? - შემდეგი თემაა ლგბტქი თემის გაშუქება

15 ივლისს 17.00-ზე ონლაინ ღონისძიებათა სერიის მესამე ღონისძიება - „მედია საუბრები: როგორ(არ) გავაშუქოთ?“ ჩატარდება. ამ ვებინარის თემაა ლგბტქი თემის გაშუქება. 
ვებინარის მხარდამჭერია ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში. მოწვეული მომხსენებლები საქართველოდან და ნიდერლანდებიდან ისაუბრებენ შემდეგზე:

-    რა დადებითი და უარყოფითი გავლენა შეიძლება მოახდინოს მედიამ ლგბტქი თემზე?
-    როგორ გავაშუქოთ ლგბტქი თემის წარმომადგენლები?
-    როგორ ავარიდოთ თავიდან ძალადობის გავრცელება ლგბტქი თემის მიმართ რადიკალურად განწყობილი პირების გაშუქებისას? 

ვებინართა სერია ძირითადად გამიზნულია მოქმედ და მომავალ ჟურნალისტებზე და მედიის სფეროში დასაქმებულ სხვა პირებზე. წინასწარ დარეგისტრირებული მონაწილეები, რომლებიც დაესწრებიან ვებინართა უმეტესობას (80%) მიიღებენ შესაბამის  სერტიფიკატებს. ამავე დროს ვებინართა სერიაზე დასწრება შეზღუდული არაა. დასწრება შეუძლია ყველას, ვისაც აღნიშნული საკითხების მიმართ ინტერესი აქვს.

 ღონისძიებას გახსნიან მააიკე ფონ კოლდამი, ნიდერლანდების სამეფოს ელჩი საქართველოში და ნატალია ვუტოვა, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში.

მომხსენებლები:
ნინო დანელია - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და მედია მკვლევარი
დაფნე კოენე - ნიდერლანდების პრესის საბჭოს მდივანი

მედია საუბრებს უმასპინძლებს მარიამ გოგოსაშვილი, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გენერალური დირექტორი და თამარ კობახიძე, ევროპის საბჭოს წარმომადგენელი
რეგისტრაციის ბმული (მხოლოდ მათთვის ვისაც სერტიფიკატის მიღება სურს): https://bit.ly/3wnceGr

დასწრების ბმული (ყველასთვის):  https://bit.ly/3wv5GW6 ქართულ-ინგლისური სინქრონული თარგმანი უზრუნველყოფილი იქნება.

პროექტის “მედია საუბრები: როგორ(არ) გავაშუქოთ?“ შესახებ 

ვებინართა ეს სერია ორგანიზებულია ევროპის საბჭოს და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ და ეძღვნება მედიის მიერ მგრძნობიარე თემების გაშუქებას.
დაახლოებით 10-მდე მოკლე ვებინარი გაიმართება ევროპის საბჭოსა და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სოციალური მედია პლატფორმების მეშვეობით. თითოეული ვებინარი მიეძღვნება ჟურნალისტებისთვის მნიშვნელოვან კონკრეტულ თემას/გამოწვევას (ბავშვთა გაშუქება, რელიგია, დემონსტრაციები, ლგბტ თემი ა.შ.). ვებინარების სერია ერთგვარი გზამკვლევია ჟურნალისტებისათვის, თუ როგორ გააშუქონ იმგვარად, რომ არ გაამყარონ სტერეოტიპები ან გამოიწვიონ რეტრავმატიზაცია და ძალადობის გავრცელება. 

ყოველი მომდევნო ვებინარის თემა წინასწარ დაანონსდება.

მედია საუბრების პროექტს ხელს უწყობენ ევროპის საბჭოს იმ წევრი ქვეყნების საელჩოები, რომლებიც საქართველო-ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის 2020-2023 მხარდამჭერები არიან. 
ვებინართა სერია ორგანიზებულია ევროპის საბჭოს პროექტის „მედიის თავისუფლების, ინტერნეტ მმართველობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში.
 

13 ივლისი, 2021
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page