Back გადაწყვეტილება სახელმწიფოთაშორის საქმეზე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (IV)

გადაწყვეტილება სახელმწიფოთაშორის საქმეზე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (IV)

სახელმწიფოთაშორის საქმეზე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (IV) ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მრავლობით დარღვევას.

საქმე ეხებოდა 2008 წლის “აგვისტოს ომის“ შემდგომ პერიოდში ადმინისტარციული გამყოფი ხაზების გამკაცრებასა და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის შემთხვევებს.

ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მას გააჩნდა საკმარისი მტკიცებულებები,  გონივრული ეჭვის მიღმა სტანდარტით დასკვნის გასაკეთებლად, რომ სავარაუდო ინციდენტები არ იყო იზოლირებული და იყო საკმარისად მრავალრიცხოვანი და ურთიერთდაკავშირებული იმისათვის, რომ წარმოადგენდეს თანმიმდევრულ და სისტემატიზებულ დარღვევებს.  მეტიც, ინციდენტებზე ეფექტიანი გამოძიების აშკარა არ არსებობა და ყველა პირის მიმართ ზოგადი ზომების გამოყენება ამტკიცებს, რომ რუსეთის ხელისუფლება ოფიციალურად ტოლერანტული იყო ასეთი პრაქტიკის მიმართ.

„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა: კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება), მე-3 (არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვა), მე-5 (თავისუფლების და უსაფრთხოების უფლება) და მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება) მუხლების, კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი (საკუთრების უფლება) და მე-2 მუხლების (განათლების უფლება) და მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის (მიმოსვლის თავისუფლება) დარღვევას“ - აღნიშნულია სასამართლოს პრესრელიზში.

იხილეთ პრესრელიზი ინგლისურ ენაზე

სტრასბურგი, საფრანგეთი 9 აპრილი, 2024 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge