Back სისხლის სამართალწარმოების პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მიმოხილვა

სისხლის სამართალწარმოების პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მიმოხილვა

ევროპის საბჭოს ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგები შინაგან საქმეთა სანმინისტროს წარმომადგენლებისთვის თემაზე „ადამიანის უფლებების დაცვა სისხლის სამართალწარმოების პროცესში“. 13-14 და 25-26 ივლისს გამართულ სესიაში ორმა ჯგუფმა მიიღო მონაწილეობა.

შეხვედრებზე მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა განეხილათ სისხლისსამრთლებრივი საქმეების გამოძიების პროცესში საერთაშორისო სტანდარტების გამოყენებასთან დაკავშირებული კონკრეტული საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბრადლების კვალიფიკაციისა და ფორმულირების, ადგილობრივი პრაქტიკისა და პრობლემების, მტკიცების ტვირთის, ოპერატიული საგამოძიებო ქმედებებისა და ადამიანისის უფლებათა ევროპული სასამართლოს საქართველოსთან მიმართებაში არსებული უახლესი პრეცედენტული სამართლის მიმოხილვას.

ღონისძიება ჩატარდა ევროპის საბჭოს პროექტის დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ევროპის საბჭოს 2016 – 2019 წწ სამოქმედო გეგმის ქვეშ დანიის სამეზობლო პროგრამის (DANEP) მხარდაჭერით.

 

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page