Back HELP-ის „ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების“ კურსის პრეზენტაცია

HELP-ის „ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების“ კურსის პრეზენტაცია

15 ოქტომბერს თბილისში, ევროპის საბჭომ ოფიციალურად გახსნა HELP-ის დისტანციური სწავლების კურსი - ბავშვზე მორგებულ მართლმსაჯულებაზე. ღონისძიება ბავშვთა უფლებებისა და სპორტული ღირებულებების განყოფილების უფროსმა ელდა მორენომ გახსნა, რომელმაც წარადგინა ევროპის საბჭოს ხედვა და მოკლედ განიხილა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სახელძღვანელო პრინციპები ბავშვზე მორგებულ მართლმსაჯულებაზე.

უფასო ონლაინ კურსი პირველ რიგში გამიზნულია სამოქალაქო და სისხლის სამართლის მოსამართლეებისთვის, ადვოკატებისთვის, პროკურორებისთვის და ბავშვთა უფლებების ექსპერტებისთვის. კურსი ინტერაქტიული სახისაა; იგი 9 მოდულისგან შედგება, მათ შორისაა თავისუფლების აღკვეთა, ინტერდისციპლინურობა, მიგრაცია და თავშესაფარი ბავშვებისთვის. კურსის ქართულ კანონმდებლობასთან ადაპტაციის გარდა, ევროპის საბჭომ სწავლების პროცესში უზრუნველყო 2 ეროვნული ტუტორის ჩართულობა, რომლებიც 45 ადვოკატსა და პროკურორს უხელმძღვანელებენ და შეაფასებენ.

ღონისძიების მიზანია ხელისუფლების წარმომადგენლების და პროფესიონალების შესაძლებლობების გაზრდა,  იმისათვის რომ უკეთ მოახდინონ ბავშვების  სექსუალური ექსპლუატაციისგან, სექსუალური ძალადობისგან და ძალადობის სხვა ფორმებისგან დაცვა და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების დანერგვა საქართველოში.

აღნიშნული შეხვედრა ორგანიზებული იყო ევროპის საბჭოს პროექტის „ბავშვთა სექსუალურ ექსპლუატაციასა და ძალადობაზე რეაგირება საქართველოში, ფაზა 1-ის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოსთვის ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის(2016-2019) მხარდაჭერით.

 HELP-ის ონალინ კურსი ინგლისურ ენაზე შგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page