Back

ქართული დელეგაცია სტოკჰოლმს ეწვია ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ შვედური გამოცდილების გასაზიარებლად

სტოკჰოლმი, შვედეთი 18-20 ივნისი, 2019
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page
  • Imprimer en PDF
ქართული დელეგაცია სტოკჰოლმს ეწვია ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ შვედური გამოცდილების გასაზიარებლად

18-20 ივნისს, საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები ოფიციალური ვიზიტით სტოკჰოლმში იმყოფებოდნენ, სადაც ისინი ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ არსებულ შვედურ კანონმდებლობას, პოლიტიკას და პრევენციულ პროგრამებს გაეცნენ.

“მსხვერპლზე ორიენტირებული და გენდერულად მგრძნობიარე მიდგომები, სასამართლო სისტემაში არსებული მოწმისა და დაზარალებულის დახმარების სამსახური იყო ამ სასწავლო ვიზიტის ყველაზე საინტერესო ნაწილი“, განაცხადა გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა, სალომე შენგელიამ.

სასწავლო ვიზიტში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალური პროკურატურის, სასამართლო სისტემის, სახალხო დამცველის ოფისის და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის წარმომადგენლები.

სასწავლო ვიზიტის  ფარგლებში შედგა შეხვედრები სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, როგორიცაა ქალთა თავშესაფრებისა და ახალგაზრდა ქალთა თავშესაფრების ეროვნულიორგანიზაცია (როკსი).

ქართულ დელეგაციას ასევე ჰქონდა შესაძლებლობა გაცნობოდა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ შვედეთის ეროვნულ სტრატეგიას, ეფექტიანი გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის პრაქტიკას, გენდერის ნიშნით ჩადენილი ძალადობის საქმეებზე მონაცემთა შეგროვების სისტემას და ძალადობის მსხვერპლთათვის ხელმისაწვდომ სერვისებს. 

 ქართველი მონაწილეები ასევე შეხვდნენ Amnesty International - ის შვედეთის ოფისს და გაეცნენ  ორაგნიზაციის მიერ მომზადებულ ანგარიშს „დრო ცვლილებებისთვის - მართლმსაჯულება გაუპატიურების მსხვერპლთათვის სკანდინავიის ქვეყნებში“. შეხვედრის დროს მონაწილეებმა ასევე განიხილეს კანონმდებლობა, რომელიც გაუპატიურების აუცილებელ მოთხოვნად მოიაზრებს მსხვერპლის მხრიდან თანხმობის არ არსებობას. შვედეთმა მიიღო  კანონი, რომელიც გაუპატიურებას  განმარტავს როგორც თანხმობის გარეშე ჩადენილ ქმედებას.

როგორც სახალხო დამცველის მოადგილემ, ეკატერინე სხილაძემ აღნიშნა, შეხვედრების დროს მიღებული გამოცდილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახალხო დამცველის აპატარისთვის, რომელიც ამჟამად ევროპის საბჭოს დახმარებით მუშაობს მსგავსი შინაარსის კვლევაზე.

შვედეთიც და საქართველოც შეუერთდნენ ევროპის საბჭოს ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის კონვენციას (სტამბოლის კონვენციის), რომელიც ავალდებულებს ქვეყნებს სექსუალური ძალადობის კრიმინალიზაციას და მის განმარტებას არა როგორც ძალისმიერ, არამედ როგორც თანხმობის გარეშე ჩადენილ ქმედებად.

სასწავლო ვიზიტი ორგანიზებული იყო ევროპის საბჭოს პროექტის „საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა და პრევენცია“ ფარგლებში.