Back ტრეინინგი „იურიდიული პირების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ“

ტრეინინგი „იურიდიული პირების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ“

საქართველოს სამართალდამცავი ორგანოებისა და სხვა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს  ტრეინინგში, რომელიც შეეხებოდა იურიდიული პირების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობას. შეხვედრა გაიმართა თბილისში 2019 წლის 18-19 ნოემბერს.

ტრეინინგში, რომელიც ორგანიზებული იყო საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან თანამშრომლობით, მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პროკურატურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, საჯარო სამსახურის ბიუროს წარმომადგენლებმა და მოსამართლეებმა.

შეხვედრა მიზნად ისახავდა იურიდიული პირების პასუხისმგებლობის სფეროში ქართველი სამართალდამცავების შესაძლებლობების გაძლიერებას, გამოძიების, სისხლისამართლებრივი დევნისა და მტკიცებულებების შეკრების მექანიზმების, ისევე როგორც სანქციების დაწესებისა და სისხლისამართლებრივი დევნის წარმოების ალტერნატიული გზების განხილვას.  ტრეინინგზე მონაწილეებმა, ასევე, იმსჯელეს კონკრეტულ კაზუსებზე.

ღონისძიება განხორციელდა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს პარტნიორობა კარგი მმართველობისათვის (PGG) პროექტის „კორუფციის, ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის სისტემების გაუმჯობესება საქართველოში” ფარგლებში.  პროექტის განხორციელება დაიწყო 2019 წლის იანვრიდან.

თბილისი, საქართველო 18-19 ნოემბერი 2019
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page