ადგილობრივი საკონსულტაციო მომსახურების მიღების მიზნით ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისი ტენდერს აცხადებს.
საკონსულტაციო მომსახურება გულისხმობს ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესთან თანამშრომლობით კონკრეტული აქტივობების განხორციელებას რამდენიმე თემატურ მიმართულებაზე. კერძოდ, ადგილობრივ დონეზე დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, გენდერული თანასწორობის, ახალგაზრდებისა და ბავშვების ჩართულობის, გარემოს დაცვის, თანასწორობისა და ანტი-დისკრიმინაციის დაცვის მიმართულებით თანამშრომლობის გააქტიურებაზე, რაც საქართველოსთვის ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის (2020-23 და 2024-27) ნაწილია.
მომსახურების დაწყების სავარაუდო თარიღია 2023 წლის 16 აგვისტო.
ტენდერის აპლიკაციების შემოტანის ბოლო ვადა: 2023 წლის 22 ივნისი.
სატენდერო დოკუმენტები ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე.
დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ წინასწარ გაეცნონ სატენდერო განაცხადსა და ხელშეკრულებას, სადაც მოცემულია სამუშაო ვადები, პირობები და საქმიანობის სფეროები.