Back

გამოხატვის თავისუფლება: ორდღიანი სემინარის მთავარი თემა

გამოხატვის თავისუფლება: ორდღიანი სემინარის მთავარი თემა

2018 წლის 29-30 ოქტომბერს საერთაშორისო და ადგილობრივი კონსულტანტების ჩართულობითა და პროკურატურის მთავარ ოფისთან თანამშრომლობით, ჩატარდა ორდღიანი ტრენინგი თემაზე “გმოხატვის თავისუფლება”. ტრენინგს დაესწრნენ 30-მდე ერთგვაროვანი სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პროკურორები და გამომძიებლები.

ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა მონაწილეებისთვის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს უახლესი საქმეებისა და გამოხატვის თავისუფლების საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. მონაწილეები გაეცნენ მე-10 მუხლის სტრუქტურასა და ევროპული კონვენციით განსაზღვრულ სხვა კვალიფიციურ უფლებებს; სემინარის დროს განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ისეთ თემებზე როგორიცაა, რეპუტაციისა და ჟურნალისტური წყაროების დაცვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიხედვით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საქმეები პოლიტიკურ სიტყვასთან მიმართებაში, დაცული უფლებები, შესაძლო ჩარევის ფარგლები და საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები. ასევე, სემინარზე განიხილეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა მე-10 მუხლთან მიმართებაში.

ღონისძიება ჩატარდა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტების „საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენების გაძლიერება“ და „პარტნიორობა კარგი მმართველობის“ ფარგლებში.