Back პირველად საქართველოში სასწავლო პროგრამა ფსიქიატრიული ექთნებისთვის

პირველად საქართველოში სასწავლო პროგრამა ფსიქიატრიული ექთნებისთვის

ევროპის საბჭო განაგრძობს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დახმარებას პენიტენციურ სისტემაში დასაქმებული ფსიქიატრიული ექთნების გადამზადების კუთხით, ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე.

2018 წლის 20-25 აპრილს 6 ფსიქიატრიულმა ექთანმა გაიარა ტრენინგები ცოდნის გასაახლებელად და ასევე სწავლების მეთოდოლოგიასა და ტრენერის უნარ-ჩვევებზე. სწორედ ეს ექთნები გასულ წელს ევროპის საბჭოს ექსპერტთა გუნდმა საგანგებოდ შემუშავებული პროგრამით გადაამზადა.

ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ცენტრალურ როლს ასრულებენ ფსიქიატრიული ექთნები, როგორც კლინიცისტები, შემთხვევის მმართველი ექიმები, კლინიკური თუ პრაქტიკოსი ექთნები. ფსიქიატრიული ექთნის - როგორც მულტიდისციპლინური გუნდის წევრის - როლი არსებითია ფსიქიკური დაავადების მართვაში. სწორედ ამიტომ გადაწყდა სპეციალური პროგრამის შექმნა საქართველოს ფსიქიატრიული ექთნებისთვისაც.

პროგრამა 12 მოდულისგან შედგება და პრაქტიკოსი ფსიქიატრიული ექთნების კვალიფიკაციის ამაღლებას ითვალისწინებს. სასწავლო პროგრამა მიზნად ისახავს ექთნებისთვის საბაზისო თეორიული ცოდნის მიწოდებას ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხების გარშემო. გადამზადებულ ექთნებს მიეცემათ შესაძლებლობა, კასკადური ტრენინგების გზით გადასცენ თავიანთი ცოდნა საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში მომუშავე კოლეგებს.

ღონისძიება გაიმართა ევროპის საბჭოს პროექტის - „თავისუფლებააღკვეთილ პირთა ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესება საქართველოში - ფარგლებში, რომელიც ბულგარეთის, ლიხტენშტეინის სამეფოს, ნორვეგიის, სლოვაკეთის, შვედეთისა და ლიტვის კეთილი ნების შემოწირულობებით ფინანსდება და რომელიც საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის ნაწილია.

ვმუშაობთ ერთად ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის გასაუმჯობესებლად!

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page