Back ევროპის საბჭომ ორშაბათს ახალი პროექტი „დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ დაიწყო

ევროპის საბჭომ ორშაბათს ახალი პროექტი „დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ დაიწყო

4 ივნისს ევროპის საბჭომ  ახალი პროექტი დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ დაიწყო. ღონისძიება  ევროპის საბჭოს წარმომადგენლებმა და პროექტის პარტნიორებმა გახსნეს. პროექტი იმუშავებს საკანონმდებლო, შესაძლებლობების განვითარებისა და ცნობიერების ამაღლების მიმართულებით, რათა უზრუნველყოს მრავალფეროვნება და ყველას მიერ საკუთარი უფლებებით თავისუფლად სარგებლობის შესაძლებლობა.

ღონისძიება გახსნეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ; იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ბარამიძემ; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილემ, ლაშა დარსალიამ; საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ, ეკატერინე სხილაძემ; მთავარი პროკურორის მოადგილემ, გიორგი გაბიტაშვილმა; შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, ლონდა თოლორაიამ    და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა, კრისტიან ურსემ. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა, რომლებიც უმცირესობების უფლებების დაცვის საკითხზე მუშაობენ.

პროექტის პარტნიორებმა მზადყოფნა  გამოთქვეს მონაწილეობა მიიღონ პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის, ისაუბრეს პროექტის მნიშვნელობაზე და მადლობა გადაუხადეს ევროპის საბჭოს მიმდინარე თანამშრომლობისთვის.

გახსნის ღონისძიება ორგანიზებულია ინტერნეტმმართველობის საკითხებზე ევროპული დიალოგის (EuroDIG) ფარგლებში.

პროექტი, რომელიც 2021 წლის ბოლომდე გაგრძელდება, ეფუძნება ევროპის საბჭოს, ხელისუფლების, სასამართლო, სამართალდამცავი ორგანოებისა და სამოქალაქო საზოგადოების ხანგრძლივ თანამშრომლობას. პროექტი ხორციელდება საქართველოსთვის ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის ქვეშ.

4 ივნისი 2018
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page