Back საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები და სხვა თანამშრომლები ეცნობიან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს უახლეს პრეცედენტულ გადაწყვეტილებებს

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები და სხვა თანამშრომლები ეცნობიან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს უახლეს პრეცედენტულ გადაწყვეტილებებს

2017 წლის 17-18 ნოემბერს ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ორგანიზებით, საერთაშორისო და ადგილობრივი კონსულტანტების ჩართულობით, ჩატარდა ორდღიანი სემინარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს თანამშრომლებისთვის.

სემინარის მიზანს წარმოადგენდა უზენაესი სასამართლოს ახალი უფლებამოსილების -სააპელაციო სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების  ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტებთან შესაბამისობის შემოწმება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისას და ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლების სრულყოფილად მიმოხილვის შესაძლებლობა.

ტრენინგის მონაწილეები გაეცვნენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს უახლეს პრეცედენტულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც შეეხება სახელმწიფოს ისეთ ძირითად ვალდებულებებს როგორიცაა ადამიანის უფლებების დაცვა; პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება; სიცოცხლის უფლება; წამების აკრძალვა; მონობისა და იძულებითი შრომის აკრძალვა; დისკრიმინაციის აკრძალვა; განათლების უფლება; თავისუფალი არჩევნების უფლება; თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება; საქმის სამართლიანი განხილვის უფლება; აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება; საკუთრების დაცვა; გამოხატვის თავისუფლება; შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება.

ტრენინგის შედეგად უზენაესი სასამართლოს რვა მოსამართლემ (3 ქალი / 5 კაცი) და ოცდათვრამეტმა თანამშრომელმა (29 ქალი / 9 კაცი) აიმაღლა ცოდნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ზემოთაღნიშნულ საკითხებზე მიღებული უახლესი გადაწყვეტილებების შესახებ.

ღონისძიება ჩატარდა ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის „საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება და ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ სტანდარტებთან“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროპის საბჭოსა და ევროპის კავშირის ერთბოლივი პარტნიორობა კარგი მმართველობისათვის ფარგლებში.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page