ევროპის საბჭო დახმარებას უწევს საქართველოს უზენაეს სასამართლოს ორგანიზაციული სტრუქტურის მოდერნიზებაში, რათა ორგანიზაციის ძირითადი რესურსები სტრატეგიული მიზნების განხორციელებას მოხმარდეს. ამ მიზნით, ევროპის საბჭოს ექსპერტები უზენაესი სასამართლოს თანამშრომლებისა და მოსამართლეებისაგან შემდგარ სამუშაო ჯგუფთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად შეიმუშავებენ სასამართლოს ორგანიზაციული სტრუქტურის ახალ მოდელს, დეტალურ სამუშაო აღწერილობებსა და ინსტიტუციური განვითარების სტრატეგიულ მიმართულებებს. 2016 წლის 2-3 აპრილს ექსპერტები სამუშაო ჯგგუფის წევრებს განსახილველად წარუდგენენ შემუშავებული დოკუმენტების პირველად ვარიანტს. საბოლოო რეკომენდაციებზე მუშაობა დასრულდება 2016 წლის 15 აპრილს.
საკონტაქტო პირი: თეა მაჩაიძე
ელ. მისამართი: [email protected]
მხარდაჭერა ხორციელდება ევროპის საბჭოს პროექტის - „მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია დანიის სამეფოს მიერ