Back სოციალური მედიის ეფექტიანი მართვა - დისკუსიის თემა კომუნიკაციის სპეციალისტებისთვის

სოციალური მედიის ეფექტიანი მართვა - დისკუსიის თემა კომუნიკაციის სპეციალისტებისთვის

23-24 მარტს სასამართლოს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და დამოუკიდებელი ინსპექტორის საზოგადოებასთან ურთიერთობის თანამშრომლებისთვის სემინარის „ციფრული მედია: მნიშვენელობა და ეფექტიანი მართვა“ მეორე ფაზა გაიმართა.

აქტივობას წინ უსწრებდა 2018 წლის ნოემბერში ჩატარებული ტრენინგი ზემოაღნიშნული ინსტიტუციების იმავე მონაწილეების ჩართულობით. სემინარის მეორე ფაზა შეიქმნა სამთვიანი შეფასების გათვალისწინებით, რომელიც ევროპის საბჭოს კონსულტანტების მიერ მომზადდა. შეფასების ანგარიშში ასახულია მიღებული ცოდნა და პროგრესი სოციალური მედიის პლატფორმების მართვისას. სემინარზე დამატებით განიხილეს საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია და „GOOGLE”- ის პროდუქტები მონაცემთა შეგროვების დროს.

ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა საზოგადოებასთან ურთიერთობის თანამშრომლების ციფრული მედიის შესახებ ცოდნის გაღრმავება, რომელიც დაეხმარება სასამართლოს კომუნიკაციის სტრატეგიის ეფექტიან განხორციელებასა და გამჭვირვალობაში.

სემინარი გაიმართა ევროპის საბჭოს პროექტის - „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ - ფარგლებში, რომელიც ფინანსდება ბულგარეთის, ლიხტენშტეინის სამეფოს, ლიეტუვის რესპუბლიკის, ლატვიის, ნორვეგიის, სლოვაკეთის რესპუბლიკისა და შვედეთის კეთილი ნების შემოწირულობებით, რისი მიზანიცაა ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელება.

ყაზბეგი, საქართველო 23-24 მარტი 2019
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page