Back ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი პირადი ცხოვრებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით - სახელმძღვანელო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი პირადი ცხოვრებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით - სახელმძღვანელო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის

პირადი ცხოვრებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესახებ ორ-დღიანი ტრეინინგი გაიმართა, სადაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 20 თანამშრომელი მონაწილეობდა.

ტრენინგის დროს მონაწილეებმა გაეცნენ სტრასბურგის სასამართლოს იმ სახელმძღვანელო პრინციპებს, რითაც ეს უკანასკნელი ხელმძღვანელობს პირადი ცხოვრებისა და მონაცემთა დაცვის შესახებ საქმეების გადაწყვეტისას. მონაწილეებმა განიხილეს სასამართლოს უახლესი საქმეები, რომლებიც ინსპექტორის სამსახურის საქმიანობას უკავშირდება და გააანალიზეს საკუთარი პრაქტიკის შესაბამისობა ევროპული სასამართლოს პრაქტიკასთან.

შეხვედრის დროს ისაუბრეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:

  • საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა და პერსონალური მონაცემების დაცვა;
  • მონაცემთა ბაზების არსებობა საჯარო უწყებებში და პროცედურული გარანტიები;
  • ფოტო და ვიდეო მასალის გამოყენება საგამოძიებო ღონისძიებების დროს;
  • გამოხატვის თავისუფლებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებების ურთიერთმიმართება.

ტრენინგი დასრულდა შეთანხმებით, რომ მომზადდება ერთგვარი გზამკვლევი - ევროპული სასამართლოს პრეცედენტული საქმეების გაერთიანება ზემოთ აღნიშნულ თემებთან დაკავშრებით, რასაც სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტი გამოიყენებს სხვადასხვა დეპარტამენტების თანამშრომელთათვის რეკომენდაციების გაცემის დროს.

ღონისძიება ჩატარდა ევროპის საბჭოს მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან თანამშრომლობით პროექტის “მედიისა და ინტერნეტის თავისუფლების ხელშეწყობა საქართველოში” ფარგლებში.

თელავი, საქართველო 18 -19 სექტემბერი, 2020
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page