Back 30 იანვარს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი საქართველოს ეწვევა

30 იანვარს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი საქართველოს ეწვევა

2017 წლის 30 იანვარს გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდი საქართველოს  ოფიციალური ვიზიტით ეწვევა, რათა შეხვდეს მაღალი თანამდებობის პირებს საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის თანამშრომლობის განსახილველად.

გენერალური მდივანი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს; პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს; საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს და პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს.

შეხვედრებზე განიხილება საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის თანამშრომლობა, მათ შორის, 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის იმპლემენტაცია და რიგი პოლიტიკური საკითხები.

საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ, საგარეო საქმეთა სამინისტროში ერთობლივი პრეს-კონფერენცია გაიმართება, დაახლოებით, 10 საათსა და 50 წუთზე. გთხოვთ, აკრედიტაციის მოთხოვნით და პრეს- კონფერენციის შესახებ სხვა კითხვებით მიმართოთ პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორს, მარინე ნარჩემაშვილს, ტელ: +995 595 99 50 21.

გენერალური მდივანის საკონტაქტო პირი მედიისათვის:
დანიელ ჰიოლტგენი,
გენერალური მდივნის პრესსპიკერი,
+33 668 29 87 51

სტრასბურგი/თბილისი 27 იანვარი 2017
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge