Back

ევროპის საბჭოს თბილისის ოფისს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელი გადაეცა

28 იანვარი, 2020
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page
  • Imprimer en PDF
ევროპის საბჭოს თბილისის ოფისს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელი გადაეცა

28 იანვარს ევროპის საბჭოს თბილისის ოფისს გადაეცა მადლობის სიგელი საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში შეტანილი წვლილისთვის. 28 იანვარს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე საზეიმოდ აღინიშნა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ შესაბამის ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზციებთან ერთად. სიგელი საზეიმოდ გადასცა სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილეს, ვაჰაგნ მურადიანს.