Back კონგრესი და საქართველოს სახალხო დამცველი ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებების გაძლიერებას უწყობენ ხელს

კონგრესი და საქართველოს სახალხო დამცველი ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებების გაძლიერებას უწყობენ ხელს

კონგრესის გენერალურმა მდივანმა  მეთიუ მორიმ და საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა, რეიკიავიკში ევროპის საბჭოს მე-4 სამიტის შედეგებზე დაყრდნობით ისაუბრეს ადამიანის უფლებების მასშტაბურ დონეზე განხორციელების საქმეში ადგილობრივი ხელისუფლების როლზე და მნიშვნელობაზე.

სახალხო დამცველი მზადაა დაამყაროს უფრო ძლიერი კავშირები ადგილობრივ ხელისუფლებასთან და გააფართოოს ომბუდსმენის ოფისის მუშაობა რეგიონებში. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დეცენტრალიზაციის ეფექტურად განხორციელება ადამიანის უფლებათა მიდგომებს უნდა ეფუძნებოდეს  და ამ პროცესში  შეტანილი წვლილისთვის კონგრესს მადლობა გადაუხადა.

ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით, საქართველოს შეუძლია შექმნას ადამიანის უფლებათა ყოვლისმომცველი და ინკლუზიური ეროვნული სტრატეგია, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ადგილობრივი თემების სპეციფიკურ საჭიროებებსა და პრობლემებს გაითვალისწინებს. აქედან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველი ვალდებულია ხელი შეუწყოს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან კონსულტაციებსა და მათ აქტიურ მონაწილეობას სტრატეგიის სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბებაში.

შეხვედრის დასასრულს გენერალურმა მდივანმა მორიმ აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის ოფისთან საქართველოსთვის 2024-2027 წ.წ ევროპის საბჭოს მომავალი სამოქმედო გეგმის ფარგლებში დიალოგსა და ინფორმაციის გაცვლას გააგრძელებს.

აღნიშნული ვიზიტი განხორციელდა საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წ. წ. სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით.

 
24 მაისი 2023
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page