Back დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმების სფეროში საუკეთესო ევროპული პრაქტიკის შედარებითი ანალიზი

დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმების სფეროში საუკეთესო ევროპული პრაქტიკის შედარებითი ანალიზი

13 ივლისს საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის (SIS) დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმების სფეროში საუკეთესო ევროპული პრაქტიკის თაობაზე ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია გაიმართა.

კვლევა მომზადდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის და იგი მიზნად ისახავდა დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმების სფეროში საუკეთესო ევროპული პრაქტიკის შედარებითი ანალიზის ჩატარებას საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის ღირებული ინფორმაციისა და წინადადებების მისაწოდებლად მომავალი ინსტიტუციური გაძლიერების და განვითარების ხელშესაწყობად. 

კვლევამ მოიცვა შემდეგი ძირითადი საკითხები:

  1. მანდატი, იურისდიქცია და თანამშრომლობა სხვა საპროკურორო და საგამოძიებო ორგანოებთან;
  2. ეფექტური ფუნქციონირების გარანტიები (გამოძიება);
  3. ეტყობინების/საჩივრების წარდგენის მექანიზმები და მსხვერპლებთან და მოწმეებთან ურთიერთქმედება;
  4. ინსტიტუციური მოწყობა და გამომძიებლების დაქირავება და შესაძლებლობების განვითარება;
  5. ანგარიშგება, ზემოქმედების შეფასება და საზოგადოებასთან კომუნიკაცია.

ღონისძიება გაიმართა ევროპის საბჭოს პროექტის - „არასრულწლოვან და ზრდასრულ თავისუფლებააღკვეთილ პირთა მხარდაჭერა” - ფარგლებში, რომლის მიზანია დაკავებულ პირთა უფლებების დაცვა, არასრულწლოვან  მსხვერპლ/დამნაშავეთა მხარდაჭერა, არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლა, პოლიციის მიერ ჩადენილი არამართლზომიერი ქმედებებისა და  სავარაუდო არასათანადო მოპყრობის გასაჩივრების მექანიზმების  გაუმჯობესება.

 ვმუშაობთ ერთად ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის გასაუმჯობესებლად!

13 ივლისი 2020
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page