Back წყალტუბოში გამართული მოქალაქეთა სემინარები ონისა და ამბროლაურის მაცხოვრებლებს ეხმარება იდეების ინიციატივებად გარდაქმნაში

წყალტუბოში გამართული მოქალაქეთა სემინარები ონისა და ამბროლაურის მაცხოვრებლებს ეხმარება იდეების ინიციატივებად გარდაქმნაში

ონსა და ამბროლაურში გამართული წარმატებული სათემო დისკუსიების შემდეგ, ადგილობრივი მაცხოვრებლები მოქალაქეთა სამდღიან სემინარებში ჩაერთვნენ. მოქალაქეებმა მიიღეს პრაქტიკული ცოდნა სხვადასხვა თემაზე, რაც მათ დაეხმარებათ ადგილობრივი თემის განვითარებაზე ორიენტირებული  იდეები  ინკლუზიურად და მოქალაქეების ჩართულობით, პრაქტიკულ ქმედებებად გარდაქმნან.  

ივლისში, ონში გამართული სათემო დისკუსიების დროს, მოქალაქეებმა შეიმუშავეს 15 ინიციატივა ახალგაზრდების ჩართულობაზე, განათლებაზე უკეთეს წვდომაზე, ასევე, ეკოლოგიასა და კატასტროფების პრევენციაზე. ამბროლაურში გამოვლინდა 20 ინიციატივა ახალგაზრდობის, განათლებისა და ჯანდაცვის სფეროების გაუმჯობესების მიმართულებით. მომდევნო ეტაპზე, მოქალაქეების ფართო სპექტრის გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა და განისაზღვრა პრიორიტეტები, რის შემდეგაც, ორივე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა  სამი დღის განმავლობაში აღნიშნული  იდეები დახვეწეს და პარალელურად, ამ იდეების კონკრეტულ ქმედებებად გადაქცევის მიმართულებით  პრაქტიკული უნარები შეიძინეს.

სემინარების ინტერაქციული სესიები შეეხებოდა თემებს ადგილობრივ დემოკრატიაზე, მოქალაქეების ჩართულობაზე,  კვლევის მეთოდებზე, კომუნიკაციაზე, პროექტის წერასა და მონაწილეობით ბიუჯეტირებაზე, რაც  მოქალაქეებს დაეხმარა მათ მიერ შემუშავებული სათემო ინიციატივების სამოქმედო გეგმების დახვეწაში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ადამიანის უფლებებს ადგილობრივ დონეზე, ინკლუზიურობასა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ეფექტიან თანამშრომლობას. 

მოქალაქეებმა სემინარი დადებითად შეაფასეს. ღონისძიების შემდგომი გამოკითხვის თანახმად, მონაწილეების 75%-მა თქვა, რომ ისინი დარწმუნებულები არიან, ნასწავლს თავიანთ ინიციატივებში გამოიყენებენ.

ერთ-ერთმა მონაწილემ აღნიშნა: „დიდი მადლობა საინტერესოდ დაგეგმილი სემინარისა და მაღალი კლასის კონსულტანტების შერჩევისთვის, რომლებიც, ცოდნის გარდა, ყოველდღიურად გვავსებდნენ დადებითი ენერგიით. მსურს, მომავალში ამბროლაურის მუნიციპალიტეტიდან მეტი აქტიური ახალგაზრდა ჩაერთოს, რადგან ისინი ადგილობრივი განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალა უნდა გახდნენ“.

თეორიისა და პრაქტიკის შერწყმით, მოქალაქეთა სემინარმა მონაწილეებს შორის მიკუთვნებულობის გრძნობა გააღრმავა და გააძლიერა კავშირები მოქალაქეებსა და საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორის სხვა შესაბამის მხარეს შორის.

ღონისძიება განხორციელდა ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის მიერ, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წ.წ. სამოქმედო გეგმისა და პროექტის „მონაწილეობითი და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ადგილობრივი დემოკრატიის ხელშეწყობა საქართველოში ფარგლებში, საერთაშორისო თანამშრომლობა ავსტრიის  ფინანსური მხარდაჭერით.

 

 

წყალტუბო, საქართველო 23-25 სექტემბერი, 2025 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64ბ, მე-14 სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge