Back სათემო დისკუსიები ონსა და ამბროლაურში მოქალაქეთა დიალოგს უწყობს ხელს

სათემო დისკუსიები ონსა და ამბროლაურში მოქალაქეთა დიალოგს უწყობს ხელს

საქართველოში ინკლუზიური, მონაწილეობითი და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ადგილობრივი დემოკრატიის ხელშეწყობის ფარგლებში, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესმა 2025 წლის 9 და 10 ივლისს, ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტებში, სათემო დისკუსიები ჩაატარა. ადგილობრივი მოსახლეობის ძირითადი პრიორიტეტების განხილვისა და ცვლილებებისთვის კონკრეტული სამოქმედო გეგმების შემუშავების საშუალებით, ღონისძიებები ადგილობრივ დონეზე დემოკრატიული პრაქტიკის გაძლიერებას ისახავდა მიზნად.

სათემო დისკუსიები ღია გამოკითხვისა და ფოკუს ჯგუფების დისკუსიების შედეგად გამოვლენილ პრიორიტეტებს დაეფუძნა. ამბროლაურში მონაწილეებმა მუნიციპალიტეტის განვითარებაში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდის, განათლებასა და ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების, მუნიციპალური მომსახურების გაძლიერების,  ტურიზმისა და ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების გზებზე იმსჯელეს. ონში დისკუსიები მსგავს თემებს შეეხო თუმცა, დამატებითი ყურადღება დაეთმო გარემოსდაცვით მდგრადობას და კატასტროფების პრევენციას.

ევროპის საბჭოს ადაპტირებული CivicLab მეთოდოლოგიის გამოყენებით კონსულტაციების პროცესში საზოგადოების სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელი გაერთიანდა, მათ შორის, ახალგაზრდები და მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლები, სამოქალაქო საზოგადოება და კერძო სექტორი. თითოეული ღონისძიება სამოქმედო გეგმის შემუშავებით დასრულდა, რომელიც საერთო  ვალდებულებებსა და შემდგომ პრაქტიკულ ნაბიჯებს განსაზღვრავს.

ონსა და ამბროლაურში ჩატარებული სათემო დისკუსიები ფართო მონაწილეობითი პროცესის პირველი ფაზის ნაწილია, რომლის განხორციელება საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში იგეგმება. აღნიშნული პროცესი საზოგადოებაზე ორიენტირებული ინიციატივების შემუშავებასა და მხარდაჭერას ემსახურება, რაც საბოლოოდ ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ და ინკლუზიურ ადგილობრივ მმართველობას შეუწყობს ხელს.

ღონისძიება ჩატარდა ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის მიერსაქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წ.წ. სამოქმედო გეგმისა და პროექტის მონაწილეობითი და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ადგილობრივი დემოკრატიის ხელშეწყობა საქართველოში ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით.

ამბროლაური და ონი, საქართველო 9 და 10 ივლისი, 2025 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64ბ, მე-14 სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge