Back გახდი თანასწორობის რეპორტიორი

გახდი თანასწორობის რეპორტიორი

გაქვს სურვილი მოგვიყვე  თანასწორობისა და მრავალფეროვნების შესახებ ისტორიები და გაგვაცნო ადამიანი, რომელსაც წვლილი შეაქვს თანასწორი და მრავალფეროვანი გარემოს შექმნაში? 

მაშინ მიიღე მონაწილეობა ევროპის საბჭოსა და მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გამოცხადებულ კონკურსში „თანასწორობის რეპორტიორი“.  გადაიღე ვიდეო, ფოტო ან დაწერე ესე. მოგვიყევი შენი გმირის შესახებ, გაგვაცანი მეგობარი, ახლობელი, ნათესავი თუ მეზობელი, რომელიც იბრძვის თანასწორობისთვის და იცავს საკუთარ თუ სხვათა უფლებებს.

კონკურსის მიზანი

კონკურსი გამოავლენს ახალგაზრდებს რომლებსაც წვლილი შეაქვთ ცნობიერების ამაღლებაში ისეთ საკითხებზე, როგორიცაა თანასწორობა და მრავალფეროვნება.  ღონისძიების მიზანია ისეთი საკითხების მხარდაჭერა, როგორიცაა ადამიანის უფლებები, ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკა და მათი მნიშვნელობა ქართულ საზოგადოებაში დემოკრატიის, მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.

კონკურსის საშუალებით ფართო საზოგადოებას თანაცხოვრებისა და მრავალფეროვნების მხარდამჭერი საინტერესო პირადი ისტორიების გაცნობისა და გაზიარების შესაძლებლობა ექნება.

ვის შეუძლია გახდეს თანასწორობის რეპორტიორი?

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია მათ, ვისაც ისტორიის თხრობის ტექნიკის გამოყენებით (storytelling) შეუძლიათ სხვადასხვა ციფრული პროდუქტების შექმნა: ვიდეო/ფოტო/ესე. ისტორიების გმირები შეიძლება იყვნენ  მეგობრები, ნათესავები, მეზობლები, ვინც თანასწორობისთვის იბრძვის, რათა დაიცვან თავიანთი და სხვისი უფლებები.

მონაწილეობის კრიტერიუმები

ზემოაღნიშნული საკითხებით დაინტერესებული ახალგაზრდები, პროფესიონალი ჟურნალისტების გარდა.

შერჩევის კრიტერიუმები

  • შინაარსი ისტორია მრავალფეროვნებასა და თანასწორობის შესახებ, რომელიც ლოგიკურადაა გადმოცემული (30%)
  • კრეატიულობა (30%)
  • ხარისხი (20%)
  • სტრუქტურა (20%)

შერჩევის პროცესი

მონაწილეები შეირჩევიან გამოგზავნილი ციფრული პროდუქტების (ვიდეო, ფოტო, ესე) საფუძველზე. გამოაგზავნეთ ესე ქართულ ენაზე ან ფოტო მოკლე წარწერით ფოტოზე მოცემული ისტორიის შესახებ არაუმეტეს 50 სიტყვისა (დაშვებულია ასევე მობილურით გადაღებული ფოტოები) ან ვიდეო არაუმეტეს სამი წუთისა. ამავდროულად, ვიდეო, ფოტო თუ ესე უნდა გაზიარდეს კონკურსანტის პირად  Facebook პლატფორმაზე ჰეშთეგის #თანასწორობისრეპორტიორი #Equalityreporter გამოყენებითა და კამპანიის ოფიციალური ფეისბუქ გვერდის მონიშვნის გზით.

პროდუქტების გამოგზავნის ბოლო ვადაა: 2020 წლის 1 ნოემბერი. დაგვიანებით მიღებული აპლიკაციები არ განიხილება.

აპლიკაციები უნდა გაიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: [email protected] სათაურით: თანასწორობის რეპორტიორი

გამარჯვებულები დასახელდებიან თანასწორობის კვირეულის ფარგლებში, რომელიც  2020 წლის 9-16 ნოემბერს გაიმართება.

ეს აქტივობა ტარდება ევროპის საბჭოსა და მთავრობის ადმინისტრაციის მიერ მე ვირჩევ თანასწორობას კამპანიის ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს პროექტის „ბრძოლა დისკრიმინაციის, სიძულვილის დანაშაულის და სიძულვილის ენის წინააღმდეგ საქართველოში“ მხარდაჭერით. პროექტი ხორციელდება საქართველოში 2020-2023 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის მიხედვითა და დანიის სამეზობლო პროგრამის (DANEP) მხარდაჭერით.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page