Back ბუღალტრებმა, აუდიტორებმა, ზედამხედველობის განმახორციელებელმა ინსტიტუტმა და ფინანსური დაზვერვის სამსახურმა განიხილა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით შესაბამისობა და თანამშრომლობა

ბუღალტრებმა, აუდიტორებმა, ზედამხედველობის განმახორციელებელმა ინსტიტუტმა და ფინანსური დაზვერვის სამსახურმა განიხილა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით შესაბამისობა და თანამშრომლობა

ევროპის საბჭომ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურთან თანამშრომლობით აუდიტორებისა და ბუღალტრებისთვის ჩაატარა ორი ონლაინ ტრენინგი „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის (AML/CFT) შესაბამისობა“.

ტრენინგები ნაწილია იმ აქტივობის, რომელიც მიზნად ისახავს მხარი დაუჭიროს არაფინანსური ინსტიტუტების AML/CFT მოთხოვნებთან შესაბამისობას. პროექტის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად დაახლოებით 160 ბუღალტერმა და აუდიტორმა გაიუმჯობესა AML/CFT ცოდნა და მოახდინა ყოველდღიური პროფესიული გამოწვევების დაძლევის მიზნით შესაბამისი მიდგომების იდენტიფიცირება.

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს  AML/CFT  საერთაშორისო სტანდარტები და უშუალოდ სექტორისათვის დადგენილი ვალდებულებები. პრაქტიკოსებს და ევროპის საბჭოს ექსპერტებს შორის განსაკუთრებული დისკუსია გაიმართა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა რისკებზე დამყარებული მიდგომა, კლიენტის იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია, აუდიტორების როლი კომპანიების შექმნისა და მათთვის კონსულტაციების გაწევისას, საეჭვო გარიგებების იდენტიფიკაციის შესაძლო მეთოდები, საზედამხედველო ორგანოს, ფინანსური დაზვერვის სამსახურსა და მონიტორინგის განმახორციელებელ პირებს შორის ეფექტური თანამშრომლობა.

ტრენინგზე, მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია MONEYVAL-ის მიერ საქართველოს მე-5 რაუნდის ანგარიშში (2020) მოცემული რეკომენდაციების, ასევე საქართველოში ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასების ანგარიშში მოცემული სექტორისათვის დამახასიათებელი რისკების შესახებ. აღნიშნული დოკუმენტები  და AML/CFT საკანონმდებლო ჩარჩო განიხილა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის (ფინანსური დაზვერვის სამსახური) წარმომადგენელმა.

განხორციელებული აქტივობის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს შესაბამისი ინსტიტუტების ძალისხმევას მოახდინონ MONEYVAL-ის რეკომენდაციების იმპლემენტაცია, მათ შორისაა AML/CFT ზედამხედველობის ეფექტური განხორციელება და ზედამხედველებისა და მონიტორინგის განმახორციელებელი პირების მიერ სექტორთან დაკავშირებული რისკებისა და სექტორისათვის დადგენილი  AML/CFT ვალდებულებების სათანადო გაგება.

ღონისძიება განხორციელდა პროექტის „კორუფციის, ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის სისტემების გაუმჯობესება საქართველოში“ მიერ, რომელიც ფინანსდება ევროკავშირისა და ევროპის საბჭოსაგან და რომლის განხორციელებაზე პასუხისმგებელია ევროპის საბჭო პარტნიორობა კარგი მმართველობისათვის II ფარგლებში. 

ონლაინ ტრენინგები 27 და 29 აპრილი, 2022
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page