Back

ონლაინ პრეზენტაცია და დისკუსია თემაზე „თანასწორობა და რელიგიურ-ეთნიკური მრავალფეროვნება“

9 ივნისი, 2020
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page
  • Imprimer en PDF
ონლაინ პრეზენტაცია და დისკუსია თემაზე „თანასწორობა და რელიგიურ-ეთნიკური მრავალფეროვნება“

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI) „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ მარნეულის ოფისთან პარტნიორობითა და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით ჩაატარა ონლაინ პრეზენტაცია და დისკუსია თემაზე ,,თანასწორობა და რელიგიურ-ეთნიკური მრავალფეროვნება" კამპანიის „მე ვირჩევ თანასწორობას“ ფარგლებში.

შეხვედრაზე მიმოიხილეს საქართველოში თანასწორობასთან და დისკრიმინაციის აკრძალვასთან დაკავშირებული პოლიტიკა და პრაქტიკა, პრობლემები და გამოწვევები, შესაძლო გადაჭრის გზები, ტოლერანტობის ტრადიციისა და კულტურული მრავალფეროვნების ისტორიები. შეხვედრის სტუმარი იყო ეკა ჭითანავა, „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ (TDI) ხელმძღვანელი. დისკუსიას მოდერაცია გაუწია ნილუფარ კურბანოვამ, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ მარნეულისა ოფისის წარმომადგენელმა.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს სტუდენტებმა, სათემო აქტივისტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებულმა პირებმა.

ღონისძიება ჩატარდა მე ვირჩევ თანასწორობას კამპანიის ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს პროექტის „ბრძოლა დისკრიმინაციის, სიძულვილის დანაშაულის და სიძულვილის ენის წინააღმდეგ საქართველოში“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება საქართველოში 2016-2019 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის მიხედვითა და დანიის სამეზობლო პროგრამის (DANEP) მხარდაჭერით.