სიძულვილით მოტივირებული დანაშაული, სიძულვილის ენა და დისკრიმინაცია საქართველოში: ცოდნა და დამოკიდებულება (2021 წელი)

კვლევა აჩვენებს, რომ ქართულ საზოგადოებაში არსებული მრავალფეროვნების შესახებ ინფორმირებულობის დონე და ამ საკითხის მიმართ დადებითი დამოკიდებულება 2018-დან 2021 წლამდე პერიოდში გაზრდილია. ადამიანებს ახლა უფრო უადვილდებათ უმცირესობის ჯგუფის დასახელება, როცა ეკითხებიან პირველად რომელი ჯგუფი ახსენდებათ, როცა უმცირესობებზე ფიქრობენ. საზოგადოებას ახლა უფრო დადებითი დამოკიდებულება აქვს, ზოგადად, მრავალფეროვნების და ასევე ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნების მიმართ.

 ადმოწერე კვლევა

ბუქმარქსი - სახელმძღვანელო ადამიანის უფლებებათა სწავლების გზით ონლაინ სიძულვილის ენასთან ბრძოლისათვის

ბუქმარქსი სახელმძღვანელოა ადამიანის უფლებებათა სწავლების გზით ონლაინ სიძულვილის ენასთან ბრძოლისათვის. მისი მიზანია, მხარი დაუჭიროს „მოძრაობას სიძულვილის ენის წინააღმდეგ“ - ევროპის საბჭოს ახალგაზრდულ კამპანიას, რომელიც ებრძვის სიძულვილის ენას ინტერნეტსივრცეში, სახელმძღვანელო სასარგებლოა ამ პრობლემაზე მომუშავე განმანათლებლებისთვის, როგორც ფორმალური საგანმანათლებლო სისტემის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

 იხილეთ ახალი გამოცემა აქ: https://www.coe.int/fr/web/no-hate-campaign/publications-education

 იხილეთ ქართული ვერსია აქ: https://www.coe.int/fr/web/no-hate-campaign/publications-education

 იხილეთ სომხური ვერსია აქ: https://rm.coe.int/bookmarks-ar-9-web/1680a52786  

 იხილეთ აზერბაიჯანული ვერსია აქ: https://rm.coe.int/bookmarks-ar-9-web/1680a52786

 

ჩვენ შეგვიძლია! სიძულვილის ენის წინააღმდეგ მოქმედება საპირისპირო და ალტერნატიული ნარატივებით

ეს სახელმძღვანელო წარმოგიდგენთ კომუნიკაციურ და საგანმანათლებლო მიდგომებს და ინსტრუმენტებს ახალგაზრდებისთვის და ადამიანის უფლებათა აქტივისტებისთვის, რათა განავითარონ საკუთარი კონტრ და ალტერნატიული ნარატივები სიძულვილის ენის მიმართ.

 გადმოწერე ჩვენ შეგვიძლია! 

“რატომ ვირჩევ თანასწორობას?”

 

"ერთად ჩვენი განსხვავებული თვისებებით ჩვენ ვქმნით იდეებს, კულტურებს, ლამაზ ფერებს, სასიამოვნო ხმებს, საინტერესო ფორმებს. ამ მრავალფეროვნებაში, ამ თანასწორობაში, ჩვენ უკეთესი მომავლის იმედი გვაქვს."

წინამდებარე კრებულში თავმოყრილია ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ორგანიზებული კონკურსის გამარჯვებული ესეები.

კონკურსში მონაწილეობა მიიღეს 15-დან 18 წლამდე ასაკის მოსწავლეებმა. მათ უნდა მოემზადებინათ თემა დღევანდელ საქართველოში თანასწორობის და მრავალფეროვნების მნიშვნელობის შესახებ, საკუთარ მოსაზრებებზე და გამოცდილებებზე და/ან საქართველოს ისტორიაზე, ლიტერატურასა და კულტურაზე დაყრდნობით. მოსწავლეებმა თემაში უპასუხეს კითხვას: მე ვირჩევ თანასწორობას, რადგან...?

დაჯილდოების ცერემონია 2020 წლის პირველ ივნისს ონლაინ ჩატარდა. ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებმა მისასალმებელ სიტყვაში გამარჯვებულებს წარმატება მიულოცეს. ღონისძიების დროს, ქართველმა პოეტმა, რატი ამაღლობელმა ქართულ ლიტერატურაში თანასწორობისა და მრავალფეროვნების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.

საერთო ჯამში, 400-ზე მეტი ესე იყო წარმოდგენილი მთელი საქართველოს მასშტაბით, ხოლო საუკეთესო 10 ესე შეირჩა გამოსაცემად.

გადმოწერე ესეების კრებული

Compass cover pageკომპასი (სახელმძღვანელო ადამიანის უფლებათა განათლების სფეროში ახალგაზრდების მონაწილეობით)

კომპასი შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდა ლიდერებს, მასწავლებლებსა და ადამიანის უფლებების შემსწავლელი საქმიანობის განმახორციელებლებს, მოხალისეებს თუ პროფესიონალებს, კონკრეტული იდეებითა და პრაქტიკული სავარჯიშოებით ჩართონ ახალგაზრდები და ასევე მოტივაცია მისცენ მათ, რათა იცხოვრონ, ისწავლონ და იმოქმედონ ადამიანის უფლებებისთვის. ის ხელს უწყობს ადამიანის უფლებების სწავლების შესახებ ყოვლისმომცველი პერსპექტივის განვითარებას და ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს გახდნენ ადამიანის უნივერსალური უფლებების კულტურის შემქმნელები.

 

Compasito cover page„კომპასიტო“ - სახელმძღვანელო ადამიანის უფლებათა განათლების სფეროში ბავშვებისთვის 

ბავშვები, რომლებიც სხვა ადამიანებს შორის ცხოვრობენ თავიანთ ოჯახებში, თემებსა და საზოგადოებაში, ძალზე ადრეული ასაკიდან ხვდებიან სამართლიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს და სამყაროს არსის გაგებას ცდილობენ. სახელმძღვანელო "კომპასიტო" გათვალისწინებულია იმ მასწავლებლებისთვისა და ტრენერებისთვის, რომელთაც უწევთ ბავშვის უფლებების სწავლება 7-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის..