ადამიანური ისტორიები

ნიკა თვაური

"10 წელი ვიცხოვრე ილუზიაში, რომ მხედველობა დამიბრუნდება და ადრეულ ცხოვრებას გავაგრძელებ. მერე კი იყო სასოწარკვეთა. გავიაზრე, რომ მხედველობა რომც მქონოდა, მაინც არაფერი გამომივიდოდა იმიტომ, რომ შემდგარი პიროვნება აღარ ვიყავი. ამ გარდამტეხ მომენტში გადავწყვიტე, რომ საკუთარი თავი ახლიდან მეპოვნა -...

Read More

გოჰარ აღჯოიანი

"ჩემს სოფელში ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ გოგოებმა არ უნდა ისწავლონ და არ უნდა იმუშაონ. აქ გოგოები დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს იშვიათად იღებენ, რადგან დიდია საზოგადოებრივი წნეხი და ნაკლებადაა ინდივიდუალური განვითარების შესაძლებლობები. მეც ამ ნორმებში, ნინოწმინდის სოფელ დიდ არაგიალიში,...

Read More

აისელ აჯალიევა

„პანდემიის დაწყებიდან მალევე, საავადმყოფოებს სამედიცინო პერსონალის სიმცირე დაეტყო. კოვიდ-პაციენტების რეანიმაციულ განყოფილებაში მე სწორედ ასეთ კრიზისულ მომენტში აღმოვჩნდი. ოჯახის წევრების წინააღმდეგობის მიუხედავად, მე მაინც გადავწყვიტე, კოლეგებს დავხმარებოდი. ვიცოდი, მხედველობის პრობლემის გამო,...

Read More

არამ აკოპიანი

„სომხები სულაც არ ყოფილხართ ისეთები, როგორებიც მეგონეთო, ჩემი უახლოესი მეგობარი გამომიტყდა. როგორც აღმოჩნდა, ჩემთან ურთიერთობამდე, მასაც სჯეროდა სომხების შესახებ არსებული ისეთი სტერეოტიპების, რომლებიც სიმართლეს არ შეესაბამება. სტერეოტიპი მართლაც ბევრია, თუმცა მე ვცდილობ, მათ ჩემი ყოველდღიური...

Read More

თაკო და ანა

მეგობრობის ისტორია თაკოსა და ანას 12-წლიანი ურთიერთობა მრავალფეროვანი მეგობრობის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია. როცა მათ ისტორიას გაეცნობით, მოგვწერეთ და გაგვიზიარეთ თქვენი მეგობრობის საინტერესო ისტორიებიც, რომელთაც რუბრიკის მომდევნო პოსტად გამოვაქვეყნებთ. ანა: "პირველივე შეხვედრისას ისეთი...

Read More

ნინა თიბილაშვილი

"ყოველ ჯერზე, როცა საქართველოს დროშის ქვეშ ვდგები, რათა მედალი გადმომცენ, მეტირება. ახლა ვხვდები, რას ნიშნავს პატრიოტიზმი - პარასპორტში ჩართვამდე ეს გრძნობა ასე მძაფრად არასდროს განმიცდია. ძალიან დიდი ბედნიერებაა, როცა საკუთარი მიღწევებით შენი, თანაც ასეთი პატარა ქვეყნის სახელს მთელს მსოფლიოს...

Read More

მარიამ სანოგო

„კანის ფერის გამო განცდილი გაურკვევლობის ჩემი პირველი გამოცდილება 6-7 წლის მოგონებებს უკავშირდება. ერთხელ, მე და დედა ქუჩაში მივდიოდით, როცა იქვე მდგომმა რამდენიმე ბიჭმა „ზ---ი“ დამიძახა. მაშინ დედაჩემის რეაქციაზე მივხვდი, რომ რაღაც არასწორი მოხდა. მახსოვს, როცა 4-5 წლის ასაკში გარემოს აღქმას...

Read More

ესკერხან მადიევი

„ჩეჩნეთიდან საქართველოში რომ ჩამოვედი, კრივი უკვე იყო ჩემი საყვარელი სპორტი, რომელსაც პროფესიონალურად გავყვებოდი. ვარჯიშს შემართებით შევუდექი და ისე მოხდა, რომ 2013 წლიდან, თითქმის ყოველ წელს, საქართველოს ჩემპიონი ვხდები. ჩემი ეთნიკური წარმომავლობის გამო, არც სპორტულ კარიერაში და არც პირად...

Read More

ნათია და შიამოშრი

შიამოშრი: "ინდოეთიდან ბათუმში ახალი ჩამოსული ვიყავი და ქართულად ჯერ ვერ ვსაუბრობდი. მეგობრებთან ერთად ავტობუსში ავედი და დავიკარგე - არ ვიცოდი, სასურველი გაჩერება სად იყო. ამ დროს მომიახლოვდა ნათია, რომელმაც დახმარება შემომთავაზა. მერე, ნომრები გავცვალეთ, რათა ერთმანეთს კვლავ დავკავშირებოდით. მას...

Read More

დიანა და ლიზა

მეგობრობის ისტორია ლიზა: "მე და დიანამ ერთმანეთი 5 წლის ასაკში, ბათუმში, საბავშვო ბაღში გავიცანით. მე უკრაინელი ვარ, დიანა - სომეხი. მახსოვს, შევნიშნე, რომ დიანა კართან იდგა და ხელში პატარა თოჯინა ეჭირა. ვიფიქრე, რა ლამაზი სათამაშოა-მეთქი და მის გასაცნობად მივედი. მას შემდეგ ერთად მოვდივართ....

Read More

გიორგი წყაროზია

„ჩემთვის ხშირად უკითხავთ: „აზერბაიჯანელებთან როგორ მეგობრობ?“ „პრობლემები არ გექმნება?“ „არ გიჭირს?“, გვიყვება გიორგი წყაროზია, რომლის ოჯახიც პირველი ქართული ოჯახია, რომელიც დმანისის რაიონის სოფელ საფარლოში დასახლდა. ქალაქ დმანისის გარშემო არსებული სოფლების მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა...

Read More

მეისუნ ალტაჰერ ავდალა

„ყოველ დილით, როცა ფანჯარას გავაღებ და ჩემს სამეზობლოსა და საყვარელ ქალაქ ბათუმს გადავხედავ, ვხვდები, რომ მხოლოდ აქ თუ ვიქნები ბედნიერი. აქაური ხალხი ძალიან თბილია. ყოველ შემთხვევაში, მე ამ ქალაქმა ძალიან კარგად მიმიღო. მითუმეტეს, ჩვენ ბევრი გვაქვს საერთო. ჩემი სამშობლო, სუდანიც ძალიან ტრადიციული...

Read More

რუსუდან გოცირიძე

"ბაპტისტი ხარ? - მკითხა ოსტატმა, რომელიც მინანქარზე მუშაობას მასწავლიდა. კი - მეც ვუპასუხე. დიდხნიანი პაუზა იყო. იმ გაკვეთილიდან არ გამოვუგდივარ. შემდეგ გაკვეთილზე რომ მივედი, კარი გამიღო და მითხრა, მე სახლში ვეღარ შემოგიშვებო. უკვე დიდი გოგო ვიყავი. ასე ცუდად თავი არასდროს მიგრძვნია და ასე...

Read More

დიანა ტევანიანი

"პატარა ვიყავი. მახსოვს, როგორ მომდევდნენ ეზოში ბავშვები და მაძახებდნენ „შე სომეხო“. ისინი მომდევდნენ, მეც ტირილით გავრბოდი. მაშინ, შიშის მიზეზს ვერ ვაცნობიერებდი. უბრალოდ, ემოციის დონეზე ვგრძნობდი საფრთხეს, რომელსაც ინსტიქტურად ვეცლებოდი. თავშესაფრად მამას მივაკითხე. მამამ ამიხსნა, რომ ამ...

Read More

ნენე და ავი

"ჩემთვის ადამიანის წარმომავლობა არასდროს ყოფილა ის ბარიერი, რომელიც მასთან კომუნიკაციასა თუ თანაცხოვრებაში ხელს შემიშლიდა", იხსენებს ნენე ჩერქეზიშვილი. "მე და ავიმ ერთმანეთი ბევრი წლის წინ, ერთ-ერთ ბარში გავიცანით. ის იქ ბარმენად მუშაობდა, მე კი ხშირი სტუმარი ვიყავი. ავი ამბობს, რომ...

Read More

ნათია და გოჩა

„მსურს, დღეიდან შენი ცოლი გავხდე! - პირდაპირ ვუთხარი გოჩას მის დაბადების დღეზე, 14 წლის წინ" - იხსენებს ნათია ბერძენიშვილი. "ჩვენ ერთმანეთი თერჯოლაში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატში ვიპოვეთ. ორი წლის განმავლობაში, ერთმანეთი შორიდან მოგვწონდა. ნელ-ნელა გოჩამ ყველა სხვა ჩემი...

Read More

ვერა მურღულია

“ქალი და რალი? რა გინდა მანქანებთან? სამი შვილის დედა ხარ...“ - მეუბნებოდნენ ახლობლები, როცა გადავწყვიტე, მონაწილეობა მიმეღო ქალთა ყველაზე დიდ Off-Road ავტორბოლის შეჯიბრში. ავტოსპორტი ოჯახმა შემაყვარა. მამაჩემი საბჭოთა კავშირის ავტომბრბოლელი იყო და ჩემი ბავშვობის მოგონებებიც სავსეა კადრებით,...

Read More

ჯული აბუჯი

დედაჩემი ქართველია, მამა - ნიგერიელი. ჩემი კანის ფერიდან გამომდინარე, ადამიანებს ყოველთვის უკვირთ, როცა ქართულად საუბარს ვიწყებ. ქუჩაშიც სულ ყურადღების ცენტრში ვარ, მაკვირდებიან და განსხვავებულად მიყურებენ. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ვიღაცას დავუნახივარ და წამოუძახებია “ნახე, ზ---ი!” ამას უკვე...

Read More

მარიამ სადღობელაშვილი

"პირველად ჩემი „განსხვავებულობა“ მაშინ ვიგრძენი, როცა თბილისში ჩამოვედი და ქუჩაში გამვლელების უცნაური გამოხედვა გამოვცადე. ადამიანები მოდიოდნენ და პირდაპირ, უტაქტოდ მეკითხებოდნენ: „გარეთ როგორ დადიხარ?“, „მშობლები არ გყავს?“ მანამდე ზესტაფონში ვცხოვრობდი. იქ არასდროს მიგრძვნია, რომ რამით...

Read More

გაბრიელა რომანოვა

როცა პანდემიის გამოწვევების გამო თავის დაწვას ვაპირებდი, ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ გავიდოდა დრო და კორონავირუსით ინფიცირებულების ჯანმრთელობაზე თავად ვიზრუნებდი. მაშინ, პროტესტის ამ რადიკალური ფორმით, შემოსავლისა და საცხოვრებლის გარეშე დარჩენილ ტრანსგენდერ ქალებს გვსურდა, სახელმწიფოს ყურადღება...

Read More