არიამი: თანასწორობა მშვიდობიანი და განვითარებული სახელმწიფოს შექმნის აუცილებელი წინაპირობაა. კულტურული, ეთნიკური და რელიგიური განსხვავებები ჩვენს ქვეყანას საინტერესოსა და უნიკალურს ხდის. მნიშვნელოვანია დავაფასოთ ის, რაც ერთმანეთისაგან განგვასხვავებს, განვავითაროთ და სწორედ ამ მრავალფეროვნებაზე დაყრდნობით შევქმნათ გარემო თანაბარი შესაძლებლობებით, სადაც ადამიანებს შეუძლიათ, თავად აირჩიონ, რა მიმართულებით განავითარებენ საკუთარ ცხოვრებას. თანასწორობის ელჩის მანდატის ფარგლებში, ჩემი მიზანიც სწორედ ასეთი გარემოს შექმნის ხელშეწყობაა.

გიორგი: თანაწორობის ელჩის მანდატმა საშუალება მომცა, წინ წამომეწია სწორედ ის ღირებულებები და თემები, რომლებიც მაინტერესებს და, ჩემი აზრით, ჯანსაღი საზოგადოების შექმნისთვის აუცილებელია - ეს არის თანასწორობა და ადამიანის უფლებები. თანასწორობა ძალიან ფართო თემაა, რომელიც ყველგან და ყველასათვის საჭირო თანაბარუფლებიანი გარემოს უზრუნველყოფას გულისხმობს. სწორედ ამიტომ, ჩემ მიერ განხორციელებული პირველი პროექტითხელოვნება თანასწორობისთვისმსურდა, საზოგადოებისთვის მეჩვენებინა, თუ როგორ ცდილობდა, მაგალითად, ესქილე ძველი ბერძნული ლიტერატურის დახმარებით თანასწორობის იდეის წარმოჩენას; როგორ ვითარდებოდა ხელოვნების, მხატვრობის ისტორია თანასწორობის იდეის გარშემო; ან, თუნდაც, როგორ წარმოაჩენენ რეჟისორები თანასწორობის იდეას თანამედროვე კინოს დახმარებით. აუცილებლად გავაგრძელებ სხვადასხვა ღონისძიების ჩატარებას, რომლებიც მიმართული იქნება საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლისკენ.

დათო: როგორც იურისტსა და სამოქალაქო აქტივისტს ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით, ბევრი ტრენინგი, შეხვედრა, სხვადასხვა სახის აქტივობა მაქვს ჩატარებული, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებთან, ეთნიკური თუ ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებთან, კანონთან კონფლიქტში მყოფ ახალგაზრდებთან თბილისსა და რეგიონებში. გარშემომყოფებს ვუზიარებდი და ვუზიარებ ჩემს ცოდნას ადამიანის უფლებების, თანასწორობის, დემოკრატიული ღირებულებების შესახებ. ჩემთვის მხედველობის პრობლემას არ შეუშლია ხელი, რომ ვიყო აქტიური მოქალაქე. პირიქით, ერთგვარი მოტივაცია მაქვს, სხვებსაც ვუთხრა, რომ ანალოგიური საქმის კეთება მათაც შეუძლიათ. კამპანიამე ვირჩევ თანასწორობასმაძლევს შესაძლებლობას, რომ თანასწორობისკენ მიმართული პროექტები განვახორციელო. ეს კამპანია, აქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება არის მნიშვნელოვანი პლატფორმა დისკრიმინაციისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ.

 

 

ლიკა: "ცხოვრობდე ბათუმში, ნიშნავს იყო მრავალფეროვანი საზოგადოების ნაწილი. ამ ქალაქში, ხშირად, ერთ ოჯახშიც კი თავს იყრის განსხვავებული რელიგიის, ხედვისა და ეთნიკური წარმომავლობის ადამიანი. ჩემთვის მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ ყველა ადამიანი განსხვავებულია და რომ სწორედ ეს ქმნის უნიკალურ და საინტერესო სამყაროს. კამპანიაშიმე ვირჩევ თანასწორობასსწორედ ამ მიზეზით ჩავერთე. მსურდა, ქალაქში რაც შეიძლება მეტი ისეთი ღონისძიება და პროექტი გვქონოდა, რომელიც წინ წამოწევდა ინკლუზიისა და მრავალფეროვნების საკითხებს.“

გიორგი: „ვფიქრობ, თანასწორობასთან დაკავშირებული საკითხები საკმაოდ პრობლემურია, რასაც ბევრი კვლევაც ადასტურებს. ჩემ ირგვლივ ბევრი ადამიანი უთანასწორობას აწყდება იმის გამო, რომ განსხვავებულ ჯგუფს წარმოადგენს. ევროპის საბჭოსთანასწორობის ელჩისსტატუსის მოპოვება ჩემთვის იყო შესაძლებლობა, რომ საკუთარი წვლილი შემეტანა თანასწორობის მშენებლობაში, ამასთან, ჩემი შესაძლებლობები გამეუმჯობესებინა და მეტი გამეგო მრავალფეროვნების სიკეთეების შესახებ. თანაც, ვფიქრობ, რომ ახალგაზრდების ჩართულობა და თანასწორობის საკითხებზე ინდივიდუალური მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია.“

ლიკასა და გიორგის ინიციატივით, მაისში ჩატარდა ბათუმის მრავალფეროვნების კვირეული, რომელიც განსხვავებული ტრადიციების, კულტურისა და ადამიანური ისტორიების ერთგვარ ზეიმად გადაიქცა. ბევრი სტუმარი საერთო ღირებულებების გარშემო გაერთიანდა. კვირეულის ფარგლებში, მოეწყო გამოფენები, ახალგაზრდული კონკურსები, დისკუსიები, შემეცნებითი თამაშები და კინოჩვენება. ასევე, თანასწორობის ელჩები მონაწილეობდნენ თანასწორობის თემატიკის ვიდეორგოლების შექმნაში, სადაც განსხვავებული ადამიანები ერთმანეთს უზიარებენ ხედვებს მრავალფეროვნების სიკეთეებთან დაკავშირებით.

ლიკა: „მჯერა, რომ თანასწორობის მიღწევა საზოგადოებაში შესაძლებელია და ეს არ არის უტოპია, რომელზეც მხოლოდ ოცნება შეიძლება. იმდენად დიდი იყო სკოლის მოსწავლეების ჩართულობა ჩვენს ღონისძიებებში, რომ სამომავლოდ ვაპირებ სწორედ მათ ინტერესებზე მორგებული აქტივობები დავგეგმო.“

გიორგი: „თანასწორობის კვირეული ახალი ემოციებითა და ინფორმაციით იყო სავსე. ვფიქრობ, ასეთი შეხვედრები ზრდის განსხვავებული ჯგუფების ხილვადობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია პოზიტიური ცვლილებების მისაღწევად. მე, როგორც თანასწორობის ელჩი, ყოველდღიურად ვმუშაობ იმისთვის რომ საზოგადოება მეტად სოლიდარული და მიმღები იყოს მრავალფეროვნების მიმართ. შემდეგი ნაბიჯი კვლავ ახალგაზრდებთან მეტი მუშაობა იქნება, რადგან ვფიქრობ, რომ ახალგაზრდებს ყველაზე უკეთ შეუძლიათ, მოიტანონ დადებითი ცვლილებები საზოგადოებისთვის .“

საქინა: ჩვენ მრავალფეროვან საქართველოში ვცხოვრობთ. მე ხშირად ვხედავდი უთანასწორობას ჩემს რეგიონში, ქვემო ქართლში მცხოვრებ ადამიანებს შორის და მსურდა, ჩემს თემში ბევრი რამ უკეთესობისკენ შეცვლილიყო. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, თანასწორობის ელჩი გავმხდარიყავი. ამ კამპანიაში ჩართვის შემდეგ, სხვადასხვა აქტივობა განვახორციელეთ იმისთვის, რომ ჩვენი გარემო უფრო შემწყნარებელი გამხდარიყო. ქვემო ქართლის სხვა თანასწორობის ელჩებთან ერთად, დავგეგმეთ ონლაინ გადაცემები, სადაც მოვიწვიეთ ახალგაზრდები თავიანთი კულტურის, რელიგიისა თუ, ზოგადად, თანასწორობის იდეის შესახებ სასაუბროდ და საკუთარი გამოცდილების გასაზიარებლად. ჩვენ ვიცით, რომ ყველა ადამიანი განსხვავებულია და არ უნდა დავჩაგროთ ისინი მათი რელიგიის, ენის, ეროვნებისა თუ სხვა მახასიათებლების გამო. მნიშვნელოვანია, რომ ეს მრავალფეროვანი ადამიანები არ დავყოთ ჯგუფებად. ჩემი აზრით, ასეთ საკითხებში ჩვენნაირი მოხალისე ახალგაზრდების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, მე, როგორც თანასწორობის ელჩი, მზად ვარ, ვიშრომო იმისთვის, რომ საზოგადოება უკეთესობისკენ შეიცვალოს.

გიულგიუნ: ჩემ გარშემო არსებობს ბევრი გამომწვევა, რომელთა მოგვარების ერთ-ერთი ეფექტური გზა არის აქტივიზმი. ზუსტად ამიტომ გადავწყვიტე, ვიყო თანასწორობის ელჩი და ჩემი წვლილი შევიტანო თანასწორობის შენებაში. ამ კამპანიის ფარგლებში, საინტერესო ადამიანებთან ერთად, ბევრი ვისაუბრეთ ისეთ თემებზე, როგორიცაა შშმ პირთა გამოწვევები ქვემო ქართლის რეგიონში, სოფლად მცხოვრები ქალების საჭიროებები, ქვემო ქართლში მცხოვრები თემის გამოწვევები და .. ჩვენი მიზანი იყო საზოგადოების ინფორმირება ჩვენს სამშობლოში არსებული მრავალრიცხოვანი კულტურების, ადათ-წესების, ჩვენ გარშემო არსებული პრობლემური საკითხების შესახებ და ასევე, საზოგადოების ჩართულობის გაზრდა ამ საკითხების მოგვარების გზების ძიებაში. ჩვენ გავაგრძელებთ საინტერესო აქტივობების დაგეგმვას საზოგადოებაში მრავალფეროვნების მხარდასაჭერად.