Back დისკუსია, სამართლის დიგიტალიზაცია - მომავალი არის დღეს

დისკუსია, სამართლის დიგიტალიზაცია - მომავალი არის დღეს

13 ოქტომბერს იურიდიული დახმარების სამსახურმა, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის მხარდაჭერით, ორგანიზება გაუწია დისკუსიას „სამართლის დიგიტალიზაცია - მომავალი არის დღეს“, რომელიც მიეძღვნა მართლმსაჯულების სისტემაში სხვადასხვა ციფრული ალგორითმული სერვისების ინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებს.

იურიდიული დახმარების სამსახურის მანდატი და გეოგრაფიული დაფარვა იზრდება, შესაბამისად იზრდება მოთხოვნა უფასო იურიდიულ დახმარებაზე. სამსახურის თანამშრომლების დატვირთვის შემცირებისა და სერვისების მიწოდების სისწრაფის გაზრდის მიზნით სამსახური გეგმავს ალგორითმული ციფრული სერვისების ეტაპობრივ ინტეგრაციას ბიუროების საკონსულტაციო საქმიანობაში. კონფერენციის მიზანი იყო შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისა და დონორი ორგანიზაციების ცნობადობის გაზრდა აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით.

დამსწრეთა შორის იყვნენ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი და მისი მოადგილეები, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის და ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეები, მოსამართლეები, სამართლის პროფესორები, საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროს ექსპერტები, მართლმსაჯულების სფეროში მოქმედი დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამართლის სტუდენტები.

მონაწილეებმა განიხილეს მართლმსაჯულების სისტემის სამომავლო განვითარების პერსპექტივები ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის ჭრილში. მართლმსაჯულების სფეროს წარმომადგენლებმის მოსაზრებით ტექნოლოგიების დანერგვა სასარგებლო იქნება რუტინული სამუშაო დატვირთვის შესამცირებლად, თუმცა აღსანიშნავია, რომ მათი უკიდურესად სწრაფი განვითარება არ უტოვებს საკმარის დროს სისტემას რისკების შეფასებისა და მათზე სათანადოდ რეაგირებისთვის.

აქტივობების ორგანიზება მოხდა პროექტის „იურიდიული დახმარების სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება მარგინალიზებული მოსახლეობისთვის“ ფარგლებში, რომელიც საქართველოში ხორციელდება.

13 ოქტომბერი, 2022
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page