თანამშრომლობის პროექტი „ადვოკატის პროფესიის მხარდაჭერა საქართველოში“ მიზნად ისახავს მართლმსაჯულების სფეროში დიალოგის ხელის შეწყობით გააძლიეროს ადვოკატის როლი მართლმსაჯულების განხორციელებაში. პროექტი ხელს უწყობს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) ეფექტურ ფუნქციონირებასა და საქართველოში ადვოკატთა ეთიკური და პროფესიონალური სტანდარტების ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას.

მიზნები:
  • ადვოკატის პროფესიასა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობა და მარეგულირებელი ჩარჩო ჰარმონიზებულია ევროპულ სტანდარტებთან;
  • გაუმჯობესებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ოპერაციული პროცესების ხარისხი;
  • გაზრდილია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის ეფექტურობა;
  • გაძლიერებულია ადვოკატის პროფესიის როლი მართლმსაჯულების განხორციელებაში.
ბიუჯეტი
პროექტის ბიუჯეტი 450 000 ევროს შეადგენს
პროექტის პარტნიორები და ბენეფიციარები
ხანგრძლივობა

პროექტი მიმდინარეობს 2019 წლის 15 დეკემბრიდან 2021 წლის 14 დეკმებრის ჩათვლით. 

საკონტაქტო ინფორმაცია

პროექტს ახორციელებს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის დირექტორატის ქვეშ არსებული მართლმსაჯულებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის სასამართლო რეფორმის სამმართველო, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისთან ერთად.

პროექტის კოორდინატორი

ნატალია ხოდაკევიჩი

პროექტის ოფიცერი

ბაქარ ჯიქია

პროექტის თანაშემწე

არჩილ ფაშალიშვილი