Back შრომის ინსპექციის სამსახურის თანამშრომელთათვის საკომუნიკაციო ტრეინინგი ჩატარდა - ეფექტიანი კომუნიკაციისა და პოზიციონირების განმტკიცების მიმართულებით

შრომის ინსპექციის სამსახურის თანამშრომელთათვის საკომუნიკაციო ტრეინინგი ჩატარდა - ეფექტიანი კომუნიკაციისა და პოზიციონირების განმტკიცების მიმართულებით

პროექტის „სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვის გაძლიერება საქართველოში“  ფარგლებში 2022 წლის 14-21 მაისს ჩატარდა ოთხი ორ დღიანი ტრენინგი საქართველოს შრომის ინსპექციის თანამშრომლებისთვის მათი კომუნიკაციისა და სოციალური უნარების გაძლიერების მიზნით, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს უწყების ინსტიტუციონალურ გაძლიერებას. ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს როგორც შრომის ინსპექტორებმა, ასევე შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელობამ, მათ შორის მთავარმა შრომის ინსპექტორმა - ბექა ფერაძემ და შრომის ინსპექტორის პირველმა მოადგილემ - ნატო ნათენაძემ. აღნიშნული ტრენინგის ფარგლებში სულ 119 თანამშრომელი გადამზადდა.

 

შრომის ინსპექციის სამსახური არის საჯარო სამართლის ახლადშექმნილი იურიდიული პირი და საჭიროებს თანამშრომლების სოციალური უნარ-ჩვევების გაძლიერებას, რათა უფრო ეფექტურად განახორციელოს მისი მანდატი - შრომითი უფლებების დაცვა საქართველოში.

 

ტრენინგის მიზანი იყო დამსაქმებლებთან, თანამშრომლებთან და ზოგადად სხვა დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციის მაღალი ხარისხის ხელშეწყობა, რაც შრომის ინსპექციის სამსახურის მუშაობას კიდევ უფრო პროდუქტიულს გახდის. ტრენინგის დასრულების შემდეგ, შრომის ინსპექციის თანამშრომლები შეძლებენ განსაზღვრონ ეფექტიანი კომუნიკაციისა და მომსახურების ძირითადი პრინციპები და სტანდარტები; გამოიყენონ მოქალაქის კმაყოფილების გაზრდაზე ორიენტირებული მიდგომები; უკეთ მართონ მომსახურების პროცესში შექმნილი რთული და პრობლემური სიტუაციები. აღნიშნული უნარები ძალიან მნიშვნელოვანია შრომის ინპექციის სამსახურის თანამშრომლებისთვის, რადგან მათ მუდმივად უწევთ კომუნიკაცია დამსაქმებლებთან, დასაქმებულებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან.

 

აღსანიშნავია, რომ შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა, მთავარი შრომის ინსპექტორმა ბატონმა ბექა ფერაძემ ძალიან პოზიტიურად შეაფასა ტრენინგი - „მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ტრენინგმა სრულად დააკმაყოფილა ჩვენი მოლოდინები და საჭიროებები: თანამშრომლებს სრულყოფილად აეთვისებინათ ეფექტური კომუნიკაციისათვის საჭირო ცოდნა და გაეძლიერებინათ შესაბამისი უნარ-ჩვევები, რომელიც დაეხმარება შრომის ინსპექტორებსა და სხვა თანამშრომლებს კიდევ უფრო ეფექტიანი გახდეს მათი კომუნიკაცია როგორც დასაქმებულებთან, ისე დამსაქმებლებთან. დარწმუნებული ვარ, რომ პროექტთან "სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვის გაძლიერება" შრომის ინსპექციის სამსახურის თანამშრომლობა კვლავ ნაყოფიერად გაგრძელდება, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში შრომის კანონმდებლობის ეფექტურ აღსრულებას.“

ღონისძიება ორგანიზებულია ევროპის საბჭოს პროექტისსოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვის გაძლიერება საქართველოშიფარგლებში. პროექტი წარმოადგენს საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წწ სამოქმედო გეგმის ნაწილს.

14-21 მაისი 2022
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page