Back ვზრდით ახალგაზრდების ცნობიერებას მრავალფეროვნების შესახებ

ვზრდით ახალგაზრდების ცნობიერებას მრავალფეროვნების შესახებ

ოქტომბერსა და ნოემბერში ევროპის საბჭოს მხარდაჭერით თბილისსა და ბათუმში სკოლის მოსწავლეებთან მრავალფეროვნების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით ონლაინ შეხვედრები ჩატარდა. შეხვედრებზე ცრურწმენების, სტერეოტიპებსა და მრავალფეროვნების შესახებ ვიდეო პრეზენტაციები და ონლაინ დებატები გაიმართა. შეხვედრები ჩატარდა ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტთან (TDI) თანამშროლობით.

მოსწავლეებმა  რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების მონაწილეობით ორი დოკუმენტური ვიდეო და ასევე ორი ვიდეო ისტორია ნახეს იმ პიროვნებების შესახებ, ვინც ცრურწმენები გადალახეს. ვიდეოები მომზადდა TDI-ის მიერ ევროპის საბჭოს მხარდაჭერით.

ონლაინ ვიდეოები ხელმისაწვდომია ქვემოთ:

ვიდეო დავით კლდიაშვილის შესახებ, რომელმაც ცრურწმენები და სტერეოტიპები გადალახა

ვიდეო ნანა ჭაბუკიანის შესახებ, რომელმაც ცრურწმენები და სტერეოტიპები გადალახა

ვიდეო დარისპან პრაშერის შესახებ ინდოეთიდან, რომელიც მის ისტორიას გვიზიარებს თუ როგორ იპოვა მეორე სამშობლო საქართველოში

ვიდეო აზერბაიჯანული თემის წარმომადგენლის, ნულიფერ კურბანლის მონაწილეობით, რომელიც მარნეულში ცხოვრობს და მუშაობს

ონლაინ შეხვედრების დროს მოსწავლეებმა ისაუბრეს რელიგიისა თუ რწმენის თავისუფლებაზე, რასიზმზე, ინტეგრაციაზე, მრავალფეროვნებასა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ დაცვის შესახებ. მათ ასევე ვიდეოების შესახებ საკუთარი მოსაზრებები გააზიარეს.

მოსწავლეებთან ონლაინ დისკუსიების გარდა, TDI-მ ასევე  ონლაინ შეხვედრა ჩაატარა ჰიუგესთან - არასამთავრობო ახალგაზრდულ ორგანიზაციასთან, რომელიც ეთნიკურ უმცირესობათა საკითხებზე მუშაობს. ონლაინ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში ეთნიკურ უმცირესობათა წინაშე მდგარ გამოწვევებს. კიდევ ერთი შეხვედრა ასევე  მარნეულის ახალგაზრდებთან ჩატარდა, რომელიც მოიცავდა ვიდეო პრეზენტაციას ნილუფერ კურბანლის მონაწილეობით. დისკუსია შეეხო რელიგიის და რწმენის თავისუფლებას, საქართველოში მცხოვრები ეთნიკურ უმცირესობათა გამოწვევებსა და არსებული პრობლემების გადაჭრის გზებს.

ღონისძიებები ჩატარდა  მე ვირჩევ თანასწორობას კამპანიის ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს პროექტის „ბრძოლა დისკრიმინაციის, სიძულვილის დანაშაულის და სიძულვილის ენის წინააღმდეგ საქართველოში“ მხარდაჭერით. პროექტი ხორციელდება საქართველოში 2020-2023 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის მიხედვითა და დანიის სამეზობლო პროგრამის (DANEP) მხარდაჭერით.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page