Back ახალგაზრდები და განმანათლებლები სწავლობენ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ალტერნატიული ნარატივების შესახებ

ახალგაზრდები და განმანათლებლები სწავლობენ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ალტერნატიული ნარატივების შესახებ

„ვისწავლოთ ადამიანის უფლებები ონლაინ“ მეოთხე და ბოლო სესიამ, რომელიც 2 ივლისს ჩატარდა, ყურადღება გაამახვილა სიძულვილის ენის წინააღმდეგ ალტერნატიულ ნარატივებზე. ონლაინ სესიის დახმარებით ახალგაზრდებმა და განმანათლებლებმა მიიღეს ინფორმაცია სიძულვილის ენის შესახებ და თუ როგორ უნდა მოხდეს მჩაგვრელი ნარატივის დეკონსტრუქცია. მონაწილეებმა პრაქტიკული სავარჯიშოების საშუალებით შეძლეს უნარების გამომუშავება ალტერნატიული ნარატივების შესაქმნელად.

ონლაინ სესია ჩაატარა ნიკა ბახსოლიანმა, ადამიანის უფლებების განათლების ახალგაზრდული ქსელის თავმჯდომარემ.

ოთხივე სესიის ვიდეოები ქართულად ხელმისაწვდომია ქვემოთ:

- „ადამიანის უფლებების სწავლება არაფორმალური განათლების გზით"

- „სათემო ინიციატივები მრავალფეროვანი გარემოსთვის“

- „პრაქტიკული საგანმანათლებლო ნაბიჯები სიძულვილის ენის წინააღმდეგ“

- „ალტერნატიული ნარატივები სიძულვილის ენის წინააღმდეგ“

„ვისწავლოთ ადამიანის უფლებები ონლაინ“ ჩატარდა მე ვირჩევ თანასწორობას კამპანიის ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს პროექტის „ბრძოლა დისკრიმინაციის, სიძულვილის დანაშაულის და სიძულვილის ენის წინააღმდეგ საქართველოში“ მხარდაჭერით. პროექტი ხორციელდება საქართველოში 2020-2023 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის მიხედვითა და დანიის სამეზობლო პროგრამის (DANEP) მხარდაჭერით.

2 ივლისი 2020
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page