Back ტრენინგი ემოციური ან ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პატიმრებზე მორგებული მიდგომების შესახებ

ტრენინგი ემოციური ან ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პატიმრებზე მორგებული მიდგომების შესახებ

2022 წლის 18-19 თებერვალს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის ჩატარდა ორდღიანი ტრენინგი სტრესის ქვეშ მყოფი ან ემოციური ან ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პატიმრებზე მორგებული მიდგომების, კომუნიკაციის სტრატეგიებისა და ინტერვიუირების ტექნიკის შესახებ.

მონიტორინგის დეპარტამენტი პასუხისმგებელია პენიტენციური სისტემის თანამშრომლების მიერ საკანონმდებლო მოთხოვნების შესრულებისა და პატიმართა უფლებების დაცვის კონტროლზე. მიდგომებისა და კომუნიკაციის გზების ცოდნა, პატიმართა საჭიროებების დაცვის უზრუნველყოფისას, ხელს შეუწყობს ამ პასუხისმგებლობების უფრო ეფექტიანად განხორციელებას.

ტრენინგის პროგრამა მოიცავდა შემდეგ თემებს: ემოციური და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პატიმრების პროფილის იდენტიფიცირება, კომუნიკაციასა და ინტერვიუს ტექნიკასთან დაკავშირებული ბარიერები. ტრენინგის შედეგად, მონიტორინგის დეპარტამენტის  და ახლად შექმნილი კონტროლის განყოფილების თანამშრომლები უკეთ არიან მომზადებულნი პატიმრებთან ეფექტური კომუნიკაციისთვის, ითვალისწინებენ რა მათ ემოციურ მდგომარეობას,  და მათი უფლებებისა და ღირსების პატივისცემით მოიპოვებენ უფრო ზუსტ და სანდო ინფორმაციას.

ტრენინგი ორგანიზებულია პროექტის ადამიანის უფლებებისა და ჯანდაცვის ხელშეწყობის გაძლიერება პენიტენციურ სისტემაში მიერ. პროექტი დაფინანსებულია საქართველოსთვის ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის ფარგლებში.

18-19 თებერვალი, 2022
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page