Back სასამართლოს მოხელეთათვის გაიმართა ტრენინგი თემაზე: "საარჩევნო კანონმდებლობა და საარჩევნო დავების განხილვა"

სასამართლოს მოხელეთათვის გაიმართა ტრენინგი თემაზე:

ევროპის საბჭო აგრძელებს სასწავლო კურსის ჩატარებას "საარჩევნო კანონმდებლობა და საარჩევნო დავების განხილვა", რომელიც დაინერგა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო საზოგადოებასთან (ISFED) თანამშრომლობით. ტრენინგი ასევე არის ვენეციის კომისიასთან ერთად შემუშავებული მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოს "საარჩევნო დავების გადაწყვეტა" განხორციელების ნაწილი.

დღეისათვის 100-მდე მოსამართლემ გაიარა აღნიშნული კურსი წარმატებით და თავიანთი წვლილი შეაქვთ საარჩევნო საკითხებზე სასამართლო პრაქტიკის გაუმჯობესებაში.  მას შემდეგ რაც ეს სასწავლო კურსი ჩაუტარდათ მოქმედ მოსამართლეებს, რომლებიც განიხილავენ საარჩევნო დავებს, 26 ივნისს გამართული ტრენინგი განკუთვნილნი იყო სასამართლო მოხელეებისათვის- მოსამარლეთა თანაშემწეებისათვის და სხდომის მდივნებისათვის. 

ევროპის საბჭოს ექსპერტმა ჩაატარა შესაბამისი სესია საერთაშორისო სტანდარტების და ადამიანის უფლებათა  ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის, კერძოდ საარჩევნო დავების შესახებ.  მონაწილეებმა განიხილეს კაზუსები ჯგუფური სამუშაოს დროს და იმსჯელეს მათი გადაწყვეტის გზებზე. 

 

ტრენინგი ორგანიზებული იყო ევროპის საბჭოს პროექტის „საარჩევნო პრაქტიკისა და პროცესის გამჭვირვალობის, ინკლუზიურობისა და სანდოობის მხარდაჭერა საქართველოში“ ხელშეწყობით.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page