Back პროექტის „თანასწორობის დაცვისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის ეფექტური მექანიზმების ხელშეწყობა საქართველოში“ პროგრესისა და სამომავლო გეგმების განხილვა

პროექტის „თანასწორობის დაცვისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის ეფექტური მექანიზმების ხელშეწყობა საქართველოში“   პროგრესისა და სამომავლო გეგმების განხილვა

2023 წლის 15 მარტს პროექტის „თანასწორობის დაცვისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის ეფექტური მექანიზმების ხელშეწყობა საქართველოში“ მმართველი კომიტეტის შეხვედრა ჩატარდა, სადაც კომიტეტის წევრებმა პროექტის მიმდინარეობა განიხილეს და სამომავლო გეგმები განსაზღვრეს.

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ისეთი მიღწევებს,  როგორიცაა კერძო კომპანიებთან ეფექტური თანამშრომლობა; შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის, მართლმსაჯულების სისტემის, სახალხო დამცველის აპარატის, მანდატურების, სოციალური მუშაკების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, ჟურნალისტების, ადგილობრივი თემის აქტივისტების და თანასწორობის ელჩების შესაძლებლობების განვითარება; შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულების გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და სასამართლო განხილვის გაუმჯობესება; შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულების შესახებ მონაცემთა შეგროვების პრაქტიკის შემდგომი გაუმჯობესება შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის და  უზენაესი სასამართლოს მხრიდან და თანასწორობისა და მრავალფეროვნების ხელშეწყობის მიზნით ცნობიერების ამაღლების კამპანია თანასწორობის კვირეულის, Tbilisi Open Air ფესტივალსა და DataFest-ში მონაწილეობის ფარგლებში.

„თანასწორობისა და დისკრიმინაციის პრევენციის მიმართულებით საქართველოში ბევრს მივაღწიეთ. მართლმსაჯულების სექტორი ყოველწლიურად აქვეყნებს შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულის მონაცემებს, სპეციალიზებული პროკურორები ხელს უწყობენ შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულების სათანადო დევნის პროცესს, მანდატურები მუშაობენ სკოლის მოსწავლეებთან თანასწორობის შესახებ მათი ცნობიერების ასამაღლებლად. თუმცა, სამუშაო მეტია  შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულების გამოძიების მიმართულებით. ასევე, მეტ ძალისხმევას საჭიროებს თანასწორობის სტანდარტების დაცვის საკითხი ბიზნესსექტორში და დისკრიმინაციის შემთხვევების მედიაში გაშუქების სტანდარტის უზრუნველყოფა.“ - აღნიშნა მენო ეტემამ, პროგრამის მენეჯერმა, ანტიდისკრიმინაციული დეპარტამენტი – სიძულვილის ენასთან ბრძოლის და თანამშრომლობის განყოფილება, ევროპის საბჭო. შეხვედრაზე მმართველი კომიტეტის  წევრებმა 2023 წლის ბოლომდე სამომავლო საქმიანობის სამუშაო გეგმა დაამტკიცეს.

პროექტის განხორციელებაზე ზედამხედველობა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება მმართველი კომიტეტის როლია. იგი განიხილავს ყველა ძირითად რისკსა და პრობლემას, რამაც, შესაძლოა, თავი იჩინოს პროექტის მიმდინარეობის მანძილზე. მმართველი კომიტეტი შედგება ევროპის საბჭოსა და ძირითადი ბენეფიციარი ინსტიტუტებისგან (სახალხო დამცველის აპარატი, შინაგან საქმეთა სამინისტრო, შსს აკადემია, პროკურატურა, საქართველოს უზენაესი სასამართლო, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური  და სპეციალური საგამოძიებო სამსახური). მისი მოწვეული წევრები არიან პარლამენტი, იუსტიციის სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, მთავრობის ადმინისტრაცია, იუსტიციის უმაღლესი სკოლა, არასამთავრობო ორგანიზაციები (წარმოდგენილნი „კოალიცია თანასწორობისთვის“ მიერ) და ბიზნესის წარმომადგენლები.

ეს აქტივობა ხორციელდება პროექტის „თანასწორობის დაცვისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის ეფექტური მექანიზმების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში.  პროექტი ფინანსდება საქართველოში 2020-2023 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის ფარგლებში.

15 მარტი 2023
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page