Back მხარს ვუჭერთ ადვოკატთა ასოციაციის შესაძლებლობების განვითარებას

მხარს ვუჭერთ ადვოკატთა ასოციაციის შესაძლებლობების განვითარებას

26-27 იანვარს, კახეთში გაიმართა ორდღიანი სემინარი ორგანიზაციული სტრატეგიის მონიტორინგსა და შეფასებაზე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადმინისტრაციული ორგანოებისა და თანამშრომლებისთვის.

სემინარი მიზნად ისახავდა ადვოკატთა ასოციაციის პერსონალის შესაძლებლობათა გაძლიერებას. ეს ხელს შეუწყობს ორგანიზაციის სტრატეგიული განვითარების გეგმის განხორციელებას. აღნიშნული დოკუმენტი ოფიციალურად ფართო საზოგადოებას 2018 წლის 20 ნოემბერს წარედგინა.

ტრენინგის მსვლელობისას ევროპის საბჭოს ადგილობრივმა ექსპერტმა მიმოიხილა სტრატეგიული დაგეგმვის საკითხები, მონიტორინგის საშუალებები, სტრატეგიულ და ოპერაციულ ამოცანათა მიღწევის გზები. ექსპერტმა ყურადღება გაამახვილა ორგანიზაციული და პროგრამული მართვის ჩარჩოსა და ინსტრუმენტებზეც. შეხვედრაზე განიხილეს და შეიმუშავეს შესრულების ინდიკატორები, ასევე, სტრატეგიის შეფასების მეთოდები.

სემინარი ჩატარდა ევროპის საბჭოს პროექტის - „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ - ორგანიზებით, რომელიც ფინანსდება ბულგარეთის, ლიხტენშტეინის სამეფოს, ლიეტუვის რესპუბლიკის, ნორვეგიის, სლოვაკეთის რესპუბლიკისა და შვედეთის კეთილი ნების შემოწირულობებით, რისი მიზანიცაა ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელება.

ყვარელი, საქართველო 26-27 იანვარი 2018
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page