Back მმართველი კომიტეტის მესამე შეხვედრაზე პროექტის “კორუფციის, ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის სისტემების გაუმჯობესება საქართველოში” პარტნიორები და ბენეფიციარები შეთანხმდნენ თანამშრომლობის გაგრძელებაზე

მმართველი კომიტეტის მესამე შეხვედრაზე პროექტის “კორუფციის, ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის სისტემების გაუმჯობესება საქართველოში” პარტნიორები და ბენეფიციარები შეთანხმდნენ თანამშრომლობის გაგრძელებაზე

პროექტის “კორუფციის, ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის სისტემების გაუმჯობესება საქართველოში“ მმართველი კომიტეტის მესამე შეხვედრა გაიმართა 2021 წლის 17 ნოემბერს.

პროექტი ერთ-ერთია იმ ექვსი ინიციატივიდან, რომელიც წარმოადგენს ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის “პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის” (PGG) მეორე ეტაპს. პროექტის ძირითად ამოცანას წარმოადგენს ეკონომიკური დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლაში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მხარდაჭერა  რეგიონალური და კონკრეტული ქვეყნის შესაბამისი აქტივობების მეშვეობით, რომლებიც დაფუძნებულია პროგრამის პირველ ფაზაზე. ძირითადი ყურადღება გამახვილებულია ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლაზე, თუმცა პროგრამის ახალ ეტაპზე, ასევე, დაემატა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კომპონენტი.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს პროექტის პარტნიორებმა და ბენეფიციარმა ინსტიტუტებმა. ქალბატონმა კოლომბე დე მერსიმ, რომელიც წარმოადგენს ევროკავშირს საქართველოში, შეხვედრა გახსნა ბატონ ევგენი ევგენიევთან (ეკონომიკური დანაშაულისა და თანამშრომლობის განყოფილება) და ბატონ ნიკოლოზ ჭინკორაშვილთან (საქართველოს გენერალური პროკურატურა) ერთად. ღონისძიებაზე, ასევე, მოწვეული იქნა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „საჯარო მმართველობის რეფორმა საქართველოში“

შეხვედრის დასაწყისში მონაწილეებმა მოკლედ მიმოიხილეს პროექტი, მისი მოქმედების სფერო და მოსალოდნელი შედეგები. იმ მოვლენების გათვალისწინებით, რომელთა დროსაც ხდება პროექტის განხორციელება, ყურადღება გამახვილდა მოსალოდნელ გამოწვევებსა და რისკებზე, ასევე CoVid19-თან დაკავშირებული რისკების მართვაზე, და გამოწვევაზე, რომელიც შეეხება საქართველოში ანტიკორუფციულ ინსტიტუციონალურ ცვლილებას.

პროექტის პარტნიორებმა ხაზი გაუსვეს ზემოთაღნიშნული გარემოებების დროებით ხასიათს და პროექტთან გაძლიერებული თანამშრომლობის აუცილებლობას, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როდესაც ახლოვდება ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის (AML/CFT) ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების დრო.

შეხვედრის განმავლობაში პროექტის გუნდმა წარმოადგინა 2020-2021 წლებში განხორციელებული აქტივობები და მიღწეული შედეგები. პროექტის პარტნიორებმა ყურადღება გაამახვილეს  AML/CFT  მიმართულებით კერძო და საჯარო სექტორის ინსტიტუტების შესაძლებლობების გაძლიერებისა და პროკურორებისა და გამომძიებლებისათვის ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების საქმეების გამოძიების,  სისხლისსამართლებრივი დევნისა და სასამართლოში განხილვის  მიმართულებით ჩატარებულ აქტივობებზე, როგორც პროექტის ყველაზე ხელშესახებ შედეგებზე.

პროექტის ბენეფიციარებს ეცნობათ პროექტის 8 თვით, კერძოდ 2022 წლის აგვისტოს ჩათვლით გაგრძელების შესახებ. შეხვედრაზე, მოკლედ წარმოდგენილი იქნა პროექტის სამუშაო გეგმა, რომლის დროსაც მონაწილეები, ასევე, შეთანხმდნენ მომავალი აქტივობების თემებზე, მათ შორის ბენეფიციარი მესაკუთრის გამჭვირვალეობა, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის (ფინანსური დაზვერვის სამსახური) შესაძლებლობების გაძლიერება, იურიდიული პირების პასუხისმგებლობა. ბენეფიციარებმა გამოხატეს მზაობა მონაწილეობა მიიღონ პროექტის აქტივობებში ნებისმიერი ფორმით, დისტანციურად თუ პერსონალურად.

მმართველი კომიტეტის შემდეგი შეხვედრა დაიგეგმა 2022 წლის აპრილისათვის.

ღონისძიება განხორციელდა პროექტის „კორუფციის, ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის სისტემების გაუმჯობესება საქართველოში“ მიერ, რომელიც  დაიწყო 2019 წლის იანვარში.

ონლაინ შეხვედრა 17 ნოემებრი, 2021
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page