Back სამუშაო შეხვედრა ადვოკატის პროფესიული საქმიანობის მარეგულირებელ საკანონმდებლო აქტებში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით

სამუშაო შეხვედრა ადვოკატის პროფესიული საქმიანობის მარეგულირებელ საკანონმდებლო აქტებში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით

საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის მხარდაჭერით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელებმა და წევრება განიხილეს ცვლილებების პროექტი იმ საკანონმდებლო აქტებში, რომლებიც არეგულირებს ადვოკატების პროფესიულ საქმიანობას.

შემოთავაზებული ცვლილებები „კანონში ადვოკატთა შესახებ“ მიზნად ისახავს სამართლებრივი უზუსტობების აღმოფხვრას, ასევე კლიენტების ინტერესებისა და კონფიდენციალური ინფორმაციის უკეთ დაცვას. აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება წარმოადგინა ევროპის საბჭოს საერთოაშორისო ექსპერტმაც.

იურიდიული დახმარების ხარისხისა და ადვოკატთა დაცულობის გაუმჯობესების მიზნით, ასევე შემოთავაზებულია ცვლილებები სხვა კანონებშიც. კერძოდ, „სამოქალაქო საპროცესო კოდექსი“, „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, „კანონი ნოტარიატის შესახებ“, „კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“, „კანონი სახელმწიფო ბაჟის შესახებ“. საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია გეგმავს ცვლილებების პროექტის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენას.

ღონისძიება ჩატარდა ევროპის საბჭოს პროექტის „ადვოკატის პროფესიის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ნორვეგიის, შვედეთის, დანიის, გერმანიის, ლუქსემბურგის, საფრანგეთის, ნიდერლანდების, ლიხტენშტაინის, ლატვიის, ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდისა და ბავშვთა მიმართ ძალადობის დასრულების ფონდის მხარდაჭერით.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page