Back ტენდერი ადგილობრივ საკონსულტაციო მომსახურებაზე

ტენდერი ადგილობრივ საკონსულტაციო მომსახურებაზე

ევროპის საბჭო ახორციელებს პროექტს „ბავშვებისთვის მეგობრული სამართლიანობის უზრუნველყოფა საქართველოში: ბავშვების პრევენცია და დაცვა ძალადობისგან, მათ შორის ციფრულ გარემოში“. პროექტი მიზნად ისახავს ევროპის საბჭოს სტანდარტების შესაბამისად სამართლებრივი და პოლიტიკის რეფორმების მხარდაჭერას, ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისა და ძალადობის სხვა ფორმების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ასევე შესაბამისი უწყებების შესაძლებლობების გაძლიერებას, ბავშვთა ძალადობის შემთხვევებზე მათ შორის ციფრულ გარემოში, ეფექტური რეაგირების მიზნით.

პროექტის ფარგლებში, ევროპის საბჭოს ადგილობრივი ოფისი საქართველოში აცხადებს ტენდერს ეროვნული კონსულტანტებისთვის ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სფეროს სხვადასხვა საკითხებზე ექსპერტული მომსახურების გაწევის მიზნით.

დავალების და სატენდერო პროცედურების შესახებ დეტალურ აღწერას და დაწვრილებით ინფორმაციას გაეცნობით თანდართულ სატენდერო დოკუმენტებში, რომლებიც ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე.

ტენდერის შესახებ ინფორმაცია

ხელშეკრულება

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 10 ნოემბერი. ვადის გასვლის შემდეგ წარდგენილი განაცხადი ავტომატურად უარყოფილი იქნება.

26 ოქტომბერი, 2022
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page