ადვოკატთა და ადამიანის უფლებების დამცველთა შესაძლებლობების გაძლიერება
წინამდებარე პროგრამა არის რეგიონული პროგრამის საქართველოს კომპონენტი. მისი განხორციელება 2013 წლის იანვარში დაიწყო და 2015 წლის ივნისამდე გასტანს
პროგრამის მიზნები
პროგრამა მიზნად ისახავს ადვოკატთა და ადამიანის უფლებების დამცველთა შესაძლებლობების გაძლიერებას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ევროპის შესწორებული სოციალური ქარტიის შიდასახელმწიფოებრივ დონეზე გამოყენებისათვის
უფრო კონკრეტულად, მისი მიზანია
- საშუალება მისცეს ადვოკატებსა და ადამიანის უფლებათა დამცველებს პარტნიორ ქვეყნებში, ეფექტურად წარმართონ ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასა და ევროპის განახლებულ სოციალურ ქარტიასთან დაკავშირებული საქმეები როგორც თავიანთი ქვეყნების სასამართლოებში, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, არგუმენტირებული და საფუძვლიანი საჩივრების გზით.
- თავიდან აიცილონ უსაფუძვლო და არასაკმარისად არგუმენტირებული საქმეების გადაგზავნა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.
საქმიანობა
პროგრამის ფარგლებში, ადვოკატებისა და ადამიანის უფლებათა დამცველთათვის ტარდება ტრენინგები და სემინარები; იქმნება და გამოიცემა სასწავლო მასალები და სახელმძღვანელოები ადამიანის უფლებათა თემაზე და გამოცდილების ურთიერთ გასაზიარებლად, ტარდება რეგიონული კონფერენციები
პროგრამის დაწყებიდან დღემდე განხორციელდა შემდეგი აქტივობები:
- სასწავლო პროგრამებში არსებული ხარვეზების განხილვა.
- სასწავლო პროგრამების /კურიკულუმების, შესაძლებლობათა გაძლიერების საკითხებისადმი მიძღვნილი მასალების შემუშავება, ბეჭდვა და გავრცელება; ადამიანის უფლებათა თემაზე ევროპის საბჭოს სახელმძღვანელოების, ტრენინგ მოდულების შემუშავება ადგილობრივ ენებზე.
- რეგიონული მოსამზადებელი კურსები ტრენერებისთვის (ToT) ადგილობრივი ადვოკატებისა და იურისტებისთვის, ადვოკატთა პალატებისა და ადამიანის უფლებათა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის.
- კასკადური სასწავლო სემინარები იურისტების, ადამიანის უფლებათა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და იურიდიული კონსულტანტებისთვის რეგიონებსა და დედაქალაქებში.
- კვარტალური ერთდღიანი სემინარები იურისტებისა და ადამიანის უფლებათა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების აქტივისტებისთვის რეგიონებსა და დედაქალაქებში.
- სამი ორდღიანი რეგიონული კონფერენცია წარმატებული გამოცდილების გაზიარების მიზნით (ორი კონფერენცია მონაწილე ქვეყნებში + ერთი კონფერენცია სტრასბურგში)
- რეგიონული ფორუმის შექმნა HELP-ის ვებ გვერდზე, რომელიც იურისტებისა და ადამიანის უფლებათა დამცველებისათვის გაცვლითი პლატფორმის როლს შეასრულებს.
- ქვეყნის მოთხოვნებზე მორგებული სახელმძღვანელოების შემუშავება ანტიდისკრიმინაციული შემთხვევებისთვის არსებული შიდა საშუალებების შესახებ.
- ევროკავშირის ძირითადი თავისუფლებების სააგენტოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ პარტნიორი ქვეყნების ენებზე შემუშავებული სახელმძღვანელოს თარგმნა და გავრცელება, რომელიც ეხება ანტიდისკრიმინაციის თემას ევროპულ პრეცედენტულ სამართალში. ორდღიანი დავის სასამართლო (ECtHR მოდელი) 24 მონაწილისთვის პარტნიორი ქვეყნებიდან.
პროგრამის სიახლენი
02 mars 2015 15:00:00