Back საპილოტე ტრენინგი მოსამართლეებისთვის თემაზე “სიძულვილით მოტივირებული დანაშაული”

საპილოტე ტრენინგი მოსამართლეებისთვის თემაზე “სიძულვილით მოტივირებული დანაშაული”

2017 წლის 19-20 ივნისს ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ორგანიზებით ჩატარდა ორდღიანი საპილოტე ტრენინგი “სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულზე” მოსამართლეებისთვის. აღნიშნული ღონისძიება წარმოადგენდა აპრილში ჩატარებული ტრენერთა ტრენინგის  შემდგომ ეტაპს.

ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა ადგილობრივი ტრენერების სატრენინგო უნარების გაძლიერება და მონაწილეების ცნობიერების გაზრდა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის საკითხებთან მიმართებაში. საპილოტე ტრენინგს ასევე ესწრებოდა ევროპის საბჭოს საერთაშორისო ექსპერტი. ტრენინგის შედეგად მოსამართლე ტრენერებს შეეძლებათ აღნიშნულ საკითხზე თავად ჩაატარონ კასკადური ტრენინგები კოლეგებისთვის.

ტრენინგი ჩატარდა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის „საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება და ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ სტანდარტებთან“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია აღმოსავლეთ პარტნიორების ქვეყნებისთვის განკუთვნილი პროგრამული თანამშრომლობის ფორმატში.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page

თბილისის ოფისში 46 ადამიანი მუშაობს, რომელთა უმრავლესობა თანამშრომლობის სხვადასხვა პროექტებშია ჩართული. ამ პროგრამების მიზანია საქართველოს მხარდაჭერა ევროპის საბჭოს სტანდარტების შესრულებაში ადამიანის უფლებათა დაცვის, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის გაძლიერების მიმართულებით.

ევროპის საბჭო წარმოადგენს ადამიანის უფლებათა წამყვან ორგანიზაციას ევროპის კონტინენტზე. ის აერთიანებს 46 წევრ სახელმწიფოს, რომელთა შორის 27 ევროკავშირის წევრია. ჩვენს ყველა წევრ ქვეყანას ხელმოწერილი აქვს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, რომელიც ევროპაში ადამიანის უფლებების დაცვის ქვაკუთხედი გახლავთ. 


 


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge