ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არის საერთაშორისო სასამართლო, რომელიც შეიქმნა 1959 წელს.

1998 წლიდან იგი გახლავთ სრულ განაკვეთზე მომუშავე სასამართლო, სადაც ფიზიკურ პირებს პირდაპირი მიმართვის უფლება აქვთ.

თითქმის ორმოცდაათი წლის განმავლობაში სასამართლომ გამოიტანა 10,000-ზე მეტი გადაწყვეტილება. გადაწყვეტილებები სავალდებულოა მოცემული ქვეყნებისათვის და იწვევს მთავრობების მიერ მათი კანონმდებლობისა და ადმინისტრაციული პრაქტიკის ცვლილებას მრავალ სფეროში. სასამართლოს პრაქტიკა კონვენციას ძლიერ ცოცხალ ორგანიზმად აქცევს, რომელიც მზადაა შეხვდეს ახალ გამოწვევებს და მოახდინოს კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის კონსოლიდაცია ევროპაში.

სასამართლო სტრასბუგში, ადამიანის უფლებათა შენობაში მდეობარეობს, რომელიც ბრიტანელი არქიტექტორის ლორდ რიჩარდ როჯერსის მიერ 1994 წელს იქნა დაპროექტებული. შენობა ცნობილია მთელს მსოფლიოში. სწორედ ამ შენობიდან ხდება 700 მილიონი ევროპელის უფლებების პატივისცემაზე ზედამხედველობა სასამართლოს მიერ, რომლებიც ევროპის საბჭოს იმ 46 წევრი ქვეყნის მოქალაქეები არიან, რომელთაც რატიფიცირებული აქვთ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია.

როგორ მუშაობს სასამართლო

რეესტრი

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 25-ე მუხლი ამბობს, რომ: „სასამართლოს უნდა ჰქონდეს რეესტრი, რომლის ფუნქციები და სტრუქტურა განისაზღვრება სასამართლოს დებულებით.“

რეესტრის მოვალეობაა, იურიდიული და ადმინისტრაციული მხარდაჭერა გაუწიოს სასამართლოს, რათა მან შეუფერხებლად შეასრულოს მართლმსაჯულების ორგანოს ფუნქცია. რეესტრი იურისტების, ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალისა და მთარგმნელებისგან შედგება. ამჟამად მასში დაახლოებით 640 ადამიანი მუშაობს, მათ შორის 270 იურისტი და 370 დამხმარე კადრია (იხილეთ სქემა). რეესტრის თანამშრომლები ევროპის საბჭოს თანამშრომლები არიან და მისი პერსონალისთვის დადგენილ რეგულაციებს ექვემდებარებიან. რეესტრის თანამშრომლების დაახლოებით ნახევარი უვადო კონტრაქტით მუშაობს  და მათ შეუძლიათ კარიერული წინსვლა თავად რეესტრში ან ევროპის საბჭოს სხვა სამსახურებში. მათი დაქირავება ღია კონკურსების წესით ხდება. რეესტრის ყველა წევრს მოეთხოვება დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის მკაცრი მოთხოვნების დაცვა. რეესტრის ხელმძღვანელი (რომელიც სასამართლოს თავმჯდომარეს ექვემდებარება) არის პლენარული სასამართლოს მიერ არჩეული პირი (კონვენციის 25-ე (e) მუხლი). მას ჰყავს ერთი ან ორი მოადგილე, რომლებსაც ასევე პლენარული სასამართლო ირჩევს. სასამართლოს მართლმსაჯულების ხუთივე სექციას ემსახურება შესაბამისი სექციის რეესტრის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე.

რეესტრის მთავარი ფუნქციაა ინდივიდების მიერ წარდგენილი სასამართლო განაცხადების გაფორმება და მომზადება. რეესტრის იურისტები 31 საპროცესო განყოფილებად არიან დანაწილებულები და თითოეულს საკუთარი ადმინისტრაციული დამხმარე გუნდი ჰყავს. იურისტები ამზადებენ დოკუმენტებს და ანალიტიკურ შენიშვნებს ყველა მოსამართლისათვის. მათი მოვალეობაა ასევე მხარეებთან მიმოწერა პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით. რეესტრის იურისტები თავად არ ანაწილებენ საქმეებს: ამათუიმ განყოფილებისთვის საქმის გადაცემა შესაბამისი ენისა და საკანონმდებლო სისტემის ცოდნის მიხედვით ხდება. რეესტრის მიერ სასამართლოსთვის მომზადებული ყველა დოკუმენტი სასამართლოს ორი ოფიციალური ენიდან ერთ-ერთზე მზადდება (ინგლისურად ან ფრანგულად)

რეესტრს აქვს სხვა განყოფილებებიც, რომლებიც შემდეგ სფეროებს ფარავენ: საინფორმაციო ტექნოლოგიები, პრეცედენტურ სამართალთან დაკავშირებული ინფორმაცია და პუბლიკაციები; კვლევა და ბიბლიოთეკა; სამართლიანი დაკმაყოფილება; პრესა და საზოგადოებრივი ურთიერთობები; ენების დეპარტამენტი და საერთაშორისო ადმინისტრაცია. მას აქვს ასევე ცენტრალური განყოფილება, რომელსაც კორესპონდენციის, დოკუმენტებისა და არქივების მართვა ევალება.

იხილეთ სტრუქტურული სქემა

გაიგე მეტი

საქართველო და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო

- ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე: ლადო ჭანტურია.
- განაცხადები, რომლებიც გადაეგზავნა გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს (*)2021 წელს: 120
- განხილვები 2021 წელს: 13 - აქედან 12 დარღვევაა და ერთი არ არის დარღვევა

(*) არ შეიცავს წინა საგანხილვო სტადიაზე მყოფ განაცხადებს  (არასრული საქმე)

ქვეყნის პროფილი - საქართველო

მნიშნველოვანი თარიღები

1949 წლის 5 მაისი
ევროპის საბჭოს შექმნა

1950 წლის 4 ნოემბერი
კონვენციის მიღება

1953 წლს 3 სექტემბერი
კონვენციის ძალაში შესვლა

1959 წლის 21 იანვარი
სასამართლოს პირველი წევრების არჩევა ევროპის საბჭოს მრჩეველთა ასამბლეის მიერ

1959 წლის 23-28 თებერვალი
სასამართლოს პირველი სხდომა

1959 წლის 18 სექტემბერი
სასამართლომ მიიღო სასამართლოს რეგლამენტი

1960 წლის 14 ნოემბერი
სასამართლოს გამოაქვს პირველი განაჩენი საქმეზე ლოულესი ირლანდიის წინააღმდეგ (Lawless v. Ireland)

1998 წლის 1 ნოემბერი
ძალაში შედის კონვენციის მე-11 ოქმი, რომელიც აყალიბებს ‘ახალ სასამართლოს'

2008 წლის 18 სექტემბერი
სასამართლოს გამოაქვს მე-10,000 გადაწყვეტილება

2010 წლის 1 ივნისი
ძალაში შედის მე-14 ოქმი, რომელიც მიზნად ისახავს სასამართლოს გრძელვადიანი ეფექტურობის უზრუნველყოფას