Back სემინარი წინასაარჩევნოი კამპანიის დროს მედიის მონიტორინგის საერთაშორისო სტანდართთან დაკავშირებით

სემინარი წინასაარჩევნოი კამპანიის დროს მედიის მონიტორინგის საერთაშორისო სტანდართთან დაკავშირებით

ევროპის კავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „მედიის თავისუფლების, პროფესიონალიზმისა და პლურალიზმის გაძლიერება“ ფარგლებში ევროპის საბჭომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიასთან ერთად ჩაატარა ორდღიანი სემინარი თემაზე თუ რა საერთაშორისო სტადნარტებია წინასაარჩევნო კამპანიის დროს მედიის მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებით.

სემინარი წარმოადგენს ევროპის საბჭოს დახმარების გაგრძელებას, რომელიც მიზნად ისახავს გააძლიეროს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პროფესიონალიზმი და დამოუკიდებლობა, ასევე მხარი დაუჭიროს მარეგულირებლის ინსტიტუციურ შესაძლებლობებს. ნაციონალური კანონმდებლობა ავალდებულებს მედია რეგულატორს წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში განახორციელოს მედიის მონიტორინგი. შესაბამისად, მნიშვნელოვანი იყო წამყვანი ევროპელი ექსპერტის მიერ მარეგულირებლის თანამშრლებისათვის საკუთარი გამოცდილების გაზიარება. სემინარის მონაწილეებმა აქტიურად იმსჯელეს იმ პრაკტიკული პრობლემების შესახებ, რომელსაც მონიტორები ყოველდღე აწყდებიან, როგორიცაა პირდაპირი გაშუქება და პოლიტიკოსების იდენტიფიციერება, პოზიტიური, ნეგატიური ან  ნეიტრალური ტონის დადგენა მედიის გაშუქებისას. და ბოლოს განხილული იყო თუ რა რეგულაციები და სტანდარტები არსებობს გენდერული თემების გაშუქებასთან დაკავშირებით.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page