Back სასწავლო ვიზიტი პორტუგალიის სამოსამართლო სწავლების ცენტრში (CEJ)

სასწავლო ვიზიტი პორტუგალიის სამოსამართლო სწავლების ცენტრში (CEJ)

2017 წლის 2-5 მაისს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის წარმომადგენლები სასწავლო ვიზიტის ფარგლებში ლისაბონში, პორტუგალიის სამოსამართლო ცენტრს სტუმრობდნენ. აღნიშნული ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა სამოსამართლო ტრენინგის ციკლის მართვის შესახებ კოლეგებისგან გამოცდილების გაზიარება და პორტუგალიიის სამოსამართლო სწავლების ცენტრის ადგილზე დათვალიერება. ქართველ დელეგაციას სასწავლო ცენტრის დირექტორმა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ- ბ.ნ მანუელ დე სილვა მიგელმა და პროკურორმა და საერთაშორისო დეპარტამენტის უფროსმა- ქ.ნ ელენა ლეიტაომ უმასპინძლა.  საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორის მოადგილემ-ქ.ნ ქეთი კვინიკაძემ მასპინძლებსა და ორგანიზატორებს დიდი მადლობა გადაუხადა მათი მიღებისათვის და შეხვედრების დეტალური პროგრამისთვის. აღნიშნული ვიზიტის შედეგად, CEJ-ის პრაქტიკაზე დაყრდნობით და ჩატარებულ ტრენინგებზე დაკვირვებით, იუსტიციის უმაღლესი სკოლის თანამშრომლებმა გაიუმჯობესეს მათი ცოდნა და უნარები სასწავლო ციკლის დაგეგმვასა და მართვაში.

აღნიშნული ღონისძიება ორგანიზებული იყო ევროპის საბჭოს პროექტის „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერების“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ბულგარეთის, ლიხტენშტეინის, ნორვეგიის, სლოვაკეთის და შვედეთის მიერ განხორციელებული შემოწირულობებით, საქართველო-ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის ქვეშ.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page